Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

„ვაშინგტონ პოსტი“ - უკრაინის პრეზიდენტს აკრიტიკებენ ინტერვიუს გამო, სადაც ზელენსკიმ განმარტა, რატომ არ გააფრთხილა მოსახლეობა ომის შესახებ

ნახვები: 596 „ვაშინგტონ პოსტი“ - უკრაინის პრეზიდენტს აკრიტიკებენ ინტერვიუს გამო, სადაც ზელენსკიმ განმარტა, რატომ არ გააფრთხილა მოსახლეობა ომის შესახებ

გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ სტატიას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ქვეყნის შიგნით გასულ კვირას „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო აკრიტიკებენ, სადაც ზელენსკიმ განმარტა რატომ არ გააფრთხილა მოსახლეობა ომის შესახებ.

„ უკრაინელები ვოლოდიმირ ზელენსკის ამ კვირამდე აღიქვამდნენ ადამიანად, რომელზეც საყვედური არ ითქმის. ეროვნული გმირი, რომელიც არსებული საფრთხეების მიუხედავად, კიევში დარჩა, რათა გაძღოლოდა ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ. კომენტარებმა, რომელიც მან გააკეთა „ვაშინგტონ პოსტისთთან“ ინტერვიუში, იმის შესახებ, თუ რატომ არ გააფრთხილა მოსახლეობა ომის დაწყების თაობაზე, საზოგადოების კრიტიკის კასკადი გამოიწვია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უპრეცედენტოა.

რიგითი მოსახლეობა, მიკრობლოგ „თვითერში“ აქვეყნებს სხვადასხვა სტატუსებს და ყვებიან ომის დაწყების დროს საკუთარ გამოცდილებაზე. ამბობენ, რომ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში განსხვავებულად მოემზადებოდნენ. საჯარო მოსამსახურეებისა და აკადემიკოსების ნაწილი წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტს გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება შემდეგ მომხდარ უბედურებაზე“, – წერია „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში.

რამდენიმე დღის წინ „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემულ სტატიაში, უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რატომ არ საუბრობდა ომის დაწყების რისკებზე.

გამოცემასთან ზელენსკიმ თქვა, რომ ის შიშობდა, უკრაინელები პანიკას მიეცემოდნენ, მასობრივად დატოვებდნენ ქვეყანას, რაც ეკონომიკის კოლაფსს გამოიწვევდა.

„ეს რომ გაგვესაჯაროებინა, ოქტომბრიდან ყოველთვიურად 7 მილიარდ დოლარს დავკარგავდით და როდესაც რუსეთი თავს დაგვსხა, ისინი სამ დღეში აგვიღებდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ბევრ უკრაინელს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ზელენსკიმ ეკონომიკას მიანიჭა პრიორიტეტი. მათი ვარაუდით, უამრავი ადამიანი გადარჩენა შეიძლებოდა, თუ მთავრობა ადეკვატურად მოამზადებდა მოსახლეობას ომისთვის.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ზელენსკის ამ გადაწყვეტილებას მომხრეებიც ჰყავს, მაგალიათად ვალერი პეკარი, პუბლიცისტი, რომელიც წერს, რომ უკრაინელებს მედიის საშუალებით წვდომა ჰქონდათ ამერიკის გაფრთხილებაზე ომის შესახებ.

„არავის აქვს კრიტიკის უფლება, ვინც წაიკითხა ამერიკელების გაფრთხილება, ჩანთა არ ჩაალაგა და ამბობს, რომ არავის გაუფრთხილებია“, – წერს პეკარი.

„რა არის უკრაინა“ პროექტის დამფუძნებელ ოლენა გნესი წერს, რომ ყველა ხვდებოდა, ომის დაწყებას.

„ყველამ ვიცოდით და ვხვდებოდით, რომ ომი იწყებოდა. უბრალოდ არ გვინდოდა დაჯერება, რადგან ზედმეტად საშინელებაა სიმართლისთვის“, – წერს ოლენა გნესი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა