კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა ხაზარაძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს - 8-9 წელი ის დროა, როცა შეგიძლია ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალურად შეცვალო

ნახვები: 326 მამუკა ხაზარაძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს - 8-9 წელი ის დროა, როცა შეგიძლია ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალურად შეცვალო

ხელისუფლებაში ყოფნის რვა-ცხრა წელი ის დროა, როცა შეგიძლია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალურად შეცვალო - რაც უფრო შორს მივდივართ, ქვეყანა უფრო ღატაკდება! რამ შეგიშალათ ხელი?! - ამ კითხვით "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი კაკაურიძეს მიმართა, რომელმაც ფრაქციის სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარადგინა.

ხაზარაძის შეფასებით, ხელისუფლება არა აქვს გეგმა და ამბიცია, რომ მობილიზებული იყოს 10-12%-იან ეკონომიკურ ზრდაზე.

„რა გააკეთეთ იმისთვის, რომ სიღარიბის პარამეტრი არა თუ რადიკალურად შეგეცვალათ, არამედ უბრალოდ გაგუმჯობესებინათ?! რაც უფრო შორს მივდივართ, ქვეყანა უფრო ღატაკდება. რამ შეგიშალათ ხელი? - იდეა გქონდათ და ვერ განახორციელეთ? მენეჯმენტი არ გეყოთ? საერთოდ გქონდათ იდეა, თუ როგორ გამოსულიყო ქვეყანა სიღარიბიდან? არ გაქვთ ამბიცია, გეგმა, რომ მთელი ქვეყანა მობილიზებული იყოს 10-12% ზრდაზე. მოსახლეობას პირდაპირ ეუბნებით, რომ ჩვენ სულ ღარიბი ქვეყანა ვიქნებით. 5%-იანი ზრდა იმას ნიშნავს, რომ 50 წლის მერე შეიძლება ბულგარეთის ზომის ეკონომიკა გვქონდეს. აიღეთ ირლანდია, რომელიც 25 წლის წინ ჩვენნაირი გაღატაკებული ქვეყანა იყო. ჩვენნაირი მოცულობის მცხოვრებლებით, უზარმაზარი ემიგრაციით და დღეს ევროკავშირში არის მეორე ეკონომიკა. იქნებ გაემგზავროთ და იმ ადამიანებს ჰკითხოთ, რა გააკეთეს", - მიმართა ხაზარაძემ გიორგი კაკაურიძეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა