კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაატა მანჯგალაძე - საზოგადოება ძალიან დასვენებული იყო, როცა ირაკლი კობახიძე არ ჩანდა

ნახვები: 544 პაატა მანჯგალაძე - საზოგადოება ძალიან დასვენებული იყო, როცა ირაკლი კობახიძე არ ჩანდა

2001 წლიდან „სამართლიან არჩევნებთან“ ვთანამშრომლობ, რომელიც მაღალკვალიფიციური ორგანიზაციაა საარჩევნო მიმართულებით. ორგანიზაცია ღირებულ ცოდნას ფლობს პაატა მანჯგალაძე, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეცდომა ნამდვილად მოხდა და ორგანიზაციამ მენეჯმენტი გადააყენა.

„საზოგადოება ძალიან დასვენებული იყო, როცა ირაკლი კობახიძე არ ჩანდა. ახლა გამოჩნდა და ორშაბათობით, ისევ მოსახლეობის დატერორებას დაიწყებს. 2001 წლიდან „სამართლიან არჩევნებთან“ ვთანამშრომლობ, რომელიც მაღალკვალიფიციური ორგანიზაციაა საარჩევნო მიმართულებით. ორგანიზაცია ღირებულ ცოდნას ფლობს. მათი მხრიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეცდომა ნამდვილად მოხდა და ორგანიზაციამ მენეჯმენტი გადააყენა, ბოდიში მოიხადა. ეს მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ მხრიდან არავინ გადამდგარა, როცა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ჩააგდეს და ქვეყანას საშემოდგომო გამოაყოლეს. ამაზე პასუხი არავის უგია და საფრთხე არსებობს ევროკავშირისა და ნატო-ს მიღმა დავრჩეთ. „ქართულმა ოცნებამ“ ამ შეცდომებზე გვანახოს რეაგირება და ISFED-ის მიმართ კრიტიკას მაშინ გავიზიარებ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა