კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა

ნახვები: 552 პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანჯეი დუდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან აპირებს შეხვედრას.

„ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი მოლაპარაკებები პრეზიდენტებსა და ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. მთავარი განსახილველი თემა უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა იქნება. ასევე, განიხილება პოლონეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების საკითხები და ორმხრივი ურთიერთობები“, – ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანჯეი დუდა პოლონეთში მატარებლით ჩავიდა. შეგახსენებთ, რომ დღეს დაგეგმილია „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტი, რომელშიც მონაწილეობას 60 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გეგმავენ.

„ყირიმის პლატფორმის“ შეხვედრაში მონაწილეობას ონლაინ რეჟიმში მიიღებენ გერმანიის კანცლერი, კანადის პრემიერ-მინისტრი და იაპონიის მთავრობის მეთაური, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა