კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ დავბრუნდებით ყირიმში, ყველაფერი დაიწყო და დასრულდება იქ

ნახვები: 550 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ დავბრუნდებით ყირიმში, ყველაფერი დაიწყო და დასრულდება იქ

ჩვენ დავბრუნდებით ყირიმში, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი აუცილებლად დაბრუნდება უკრაინის შემადგენლობაში და ხელისუფლება გამოასწორებს ყველაფერს, რაც რუსეთმა ჩაიდინა ნახევარკუნძულზე და ზოგადად შავი ზღვის რეგიონში.

„რუსულ შეიარაღებასთან ერთად ნახევარკუნძული სერიოზული გარემოსდაცვითი საფრთხეების წინაშე დადგა, რადგან მოხდა ბუნების უპრეცედენტო განადგურება, ასევე განადგურდა მოქალაქეთა სოციალური ცხოვრება, ეკონომიკა დაეცა, ძეგლების დემონტაჟი მოხდა და როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა, რომელიც დისლოცირებულია ოკუპირებულ ყირიმში, დაბლოკა ჩვენი პორტები, ამან გამოიწვია გლობალური კრიზისი. რუსეთმა ასევე დაარღვია ადამიანების უფლებები, ყირიმელების უფლებები, რომლებიც არიან უნიტარული უკრაინის სახელმწიფოს მოქალაქეები. მიუხედავად ამისა, უკრაინა არის საკმარისად ძლიერი, რომ დაინახოს უკრაინული ყირიმის პერსპექტივა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის მიერ ინიცირებული „ყირიმის პლატფორმის“ მიზანი არის საერთაშორისო წესრიგის დაცვისთვის ბრძოლა. ზელენსკის განცხადებით, ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის მნიშვნელოვნია მსოფლიოს ახსოვდეს, თუ როგორ ხდებოდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, რამაც გამოიწვია 24 თებერვალს რუსეთის მხრიდან მასშტაბური აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

„მასობრივი ტერორი, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ დაიწყო, იყო ლოგიკური გაგრძელება რუსეთის სახელმწიფოს დეგრადაციისა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ დიდი შვიდეულის მაგიდასთან ეპატიჟებოდნენ და ახლა კი ის ეჯიბრება წარსულში არსებულ ყველაზე ძალადობრივ რეჟიმებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან გენოციდსა და აგრესიაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ტერორის დასასრულებლად და უსაფრთხოების დასაბრუნებლად ევროპაში და მთელ მსოფლიოში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ომში რუსეთის აგრესიასთან და გაათავისუფლოს ყირიმი ოკუპაციისგან.

„ყველაფერი დაიწყო ყირიმში და დასრულდება ყირიმში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა