პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებამ ყველასთან უნდა ითანამშრომლოს, რომ პროცესი ინკლუზიური იყოს

ნახვები: 587 ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებამ ყველასთან უნდა ითანამშრომლოს, რომ პროცესი ინკლუზიური იყოს

ცალსახაა, რომ ამ ორგანიზაციას არჩევნების დაკვირვების და შეფასების დიდი გამოცდილება აქვს, აუცილებელია, სამუშაო პროცესში ჩაერთოს, რათა მათი კომპეტენცია რეკომენდაციების შესრულებას უნდა მოხმარდეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განუცხადა საქართველოს პირველ არხს ISFED-თან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო ორგანიზაციის მისამართით მიზანმიმართული დისკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

„ქართული ოცნების“ მხრიდან იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული არჩევნების სადამკვირვებლო პროცესში და უზრუნველყოფენ არჩევნების შეფასებასა და დაკვირვებას, მმართველი გუნდის მხრიდან მათი პროცესში არჩართვა იმაზე მიუთითებს, რომ დაიწყო ორგანიზაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის პროცესი, შემდგომ არჩევნებზე გაყალბების შესაძლებლობების გაზრდისთვის. ცალსახაა, რომ ამ ორგანიზაციას არჩევნების დაკვირვების და შეფასების დიდი გამოცდილება აქვს. აუცილებელია, სამუშაო პროცესში ჩაერთოს, რათა მათი კომპეტენცია რეკომენდაციების შესრულებას უნდა მოხმარდეს. ხელისუფლებამ ყველასთან უნდა ითანამშრომლოს, რომ ეს პროცესი ინკლუზიური იყოს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა