კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"ორი ქვეყნის ერთი ბრძოლა"- NGO-ებმა და აქტივისტებმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს

ნახვები: 546 "ორი ქვეყნის ერთი ბრძოლა"- NGO-ებმა და აქტივისტებმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე აქცია-პერფორმანსით მიულოცეს.

ისინი რიყის პარკში შეიკრიბნენ, მშვიდობის ხიდიდან უკრაინის დროშა გადმოფინეს, საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები გააჟღერეს და უკრაინას გამარჯვება, მშვიდობა და ერთიანობა უსურვეს.

ანტიკორუფციული მოძრაობის წევრის ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, რადგან ორივე ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხეს რუსეთი უქმნის.

„საქართველოს და უკრაინის დამოუკიდებლობა არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე, იმიტომ რომ ამ ორი ერის დამოუკიდებლობას ჰყავს ერთი მტერი, რუსეთის სახით და ამიტომაც იყო, რომ უკრაინელები იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის აფხაზეთის ომში, 2008 წლის აგვისტოში ყველაზე მეტად უკრაინელები დაგვიდგნენ გვერდზე და დღესაც ყველაზე მეტი მებრძოლი, ჯარისკაცი უკრაინელების გარდა გვყავს ქართველებს უკრაინაში რუსეთის ანექსიის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ყირიმის დაბრუნება ნიშნავს, ფაქტობრივად აფხაზეთის დაბრუნებას და ზოგადად უკრაინაში, რუსეთის იმპერიის დამარცხება ნიშნავს ყველგან. პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული იმპერიალიზმის აღზევების დამარცხებას. “ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვივილმა.

უკრაინამ 1991 წლის 24 აგვისტოს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ასევე დღეს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 6 თვე გავიდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა