კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ფრთად არის დაყოფილი, სადაც არიან ე.წ. ორთოდოქსი მიშისტები და მელიას მომხრეები

ნახვები: 516 ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ფრთად არის დაყოფილი, სადაც არიან ე.წ. ორთოდოქსი მიშისტები და მელიას მომხრეები

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნიკა მელია დღევანდელი განცხადებით მოკავშირეების შეძენას პარტიის გარეთ ცდილობს.

როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ფრთად არის დაყოფილი, სადაც არიან ე.წ. ორთოდოქსი მიშისტები და მელიას მომხრეები.

„ნიკა მელია ამ განცხადებით მოკავშირეების შეძენას ცდილობს პარტიის გარეთ და პარტიის შიგნით ის განცდა აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის მყარი ელექტორატი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიმცემი სწორედ სააკაშვილის გამო იქნება. ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ორი განსხვავებული რამეა – ერთ მხარესაა სააკაშვილი იმ ამომრჩევლით, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას ისე აძლევდა, როგორც სააკაშვილის პარტიას და მეორე მხარეს ნიკა მელიას მხარდამჭერები არიან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა