Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

იენს სტოლტენბერგი - რუსეთი ზრდის სამხედრო ძალას არქტიკაში, რაც ნატო-სთვის სტრატეგიული გამოწვევაა

ნახვები: 702 იენს სტოლტენბერგი - რუსეთი ზრდის სამხედრო ძალას არქტიკაში, რაც ნატო-სთვის სტრატეგიული გამოწვევაა

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოეთში, არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიული გამოწვევაა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კანადაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს შეხვდა.

სტოლტენბერგის თქმით, საჭიროა ამავე რეგიონში ნატო-ს ძალების პროპორციულად გაძლიერება.

„სულ უფრო მნიშვნელოვან რეგიონად ხდება კანადისა და მთლიანად ნატო-სთვის უკიდურესი ჩრდილოეთი, რამდენადაც იქ ჩვენ ვხედავთ რუსული სამხედრო ძალის არსებით ზრდას, ახალი ბაზებითა და ახალი სისტემური შეიარაღებით“, – აღნიშნავს სტოლტენბერგი.

თავის მხრივ, ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.

„კარგად გვესმის, რომ რუსეთი ყველა ჩვენგანში მზარდ შეშფოთებას იწვევს, ჩვენ დროულად მიგვაჩნია ამ საკითხზე ჩვენი მოსაზრებების გაზიარება ნატო-სთან, NORAD-ის (ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობა) არსებული მექანიზმების გამოყენებით“, – განაცხადა ტრუდომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა