კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, მეუფე იაკობსა და ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ნახვები: 360 ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, მეუფე იაკობსა და ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ის იმედს გამოთქვამს, რომ არსებული ვითარება განეიტრალდება.

„დღეს არის შეხვედრა, არის ძალიან პოზიტიური პროცესები ამ დაძაბულ ვითარებაში. მეუფე იაკობმა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოასწრო უკვე ამ მცირე ხანში, იყო დაანონსებული შესაძლო შეხვედრის შესახებ და სახალხო დამცველი გამოეხმაურა ამ შეთავაზებას. დღეს საუბარი გვექნება გარკვეულ საკითხებზე. იმედი გვაქვს, რომ განეიტრალდება ვითარება. მე მგონია, რომ დაგვავიწყდა ბავშვები, გვახსოვს მარტო როგორ შევაღწიოთ შიგნით. ბავშვებზე ვიფიქროთ, ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თითქოს ეკლესიისგან უნდა დავიცვათ ბავშვები და გამოვა ისე, რომ ტელევიზიისგან იქნებიან ბავშვები დასაცავი ცოტა ხანში. შტურმი დავამთავროთ, ბავშვებს ვაცადოთ, რომ მშვიდ გარემოში იცხოვრონ", - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა