კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცოტა უცნაური ფორმით არის გამოქვეყნებული და დანართში მითითებული აქვს აბსოლუტურად სხვა, სასამართლოს შესახებ კანონი

ნახვები: 667 გია ვოლსკი - ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცოტა უცნაური ფორმით არის გამოქვეყნებული და დანართში მითითებული აქვს აბსოლუტურად სხვა, სასამართლოს შესახებ კანონი

ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცოტა უცნაური ფორმით არის გამოქვეყნებული „ტვიტერზე“ და დანართში მითითებული აქვს კანონი აბსოლუტურად სხვა, სასამართლოს კანონი, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში გვქონდა ლაპარაკი და რაზედაც პრინციპული შენიშვნები არ ჰქონია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში მოსმენების კანონზე მთავარი შენიშვნაა, რომ ნაჩქარევად არის კანონი მიღებული, თუმცა არანაირი სამართლებრივი ანალიზი არ არის გაკეთებული.

„ყველამ იცის, რომ ეს კანონი მარტიდან ჯერ კიდევ არის დამუშავებაში და 7 ივნისს არის უკვე მესამე მოსმენით წარმოდგენილი, ამას დაჩქარებულის არაფერი ეტყობა, მით უმეტეს რომ სამართლებრივი შენიშვნები არც ჩვენს ოპონენტებს, არც საექსპერტო ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ შორის არც პრეზიდენტს არ ჰქონია, რომელმაც ვეტო დაადო ამ კანონს. ვფიქრობ, ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია გადასახედია თავად ვენეციის კომისიის მიერ და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ფაქტზე, რომ ვენეციის კომისია იძლევა შენიშვნას, ამ დროს შინაარსში არავინ ცდილობს შევიდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავძლევთ ვეტოს და კანონი მიღებული იქნება, მით უმეტეს, რომ იგი ყველა სტანდარტს შეესაბამება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა