კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ტრაბზონში რუსეთის საკონსულო - მიმდინარე წლის აგვისტოში საკონსულო რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შესვლაზე უარს პრაქტიკულად ყოველდღე აფიქსირებს

ნახვები: 753 ტრაბზონში რუსეთის საკონსულო - მიმდინარე წლის აგვისტოში საკონსულო რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შესვლაზე უარს პრაქტიკულად ყოველდღე აფიქსირებს

ტრაბზონში მდებარე რუსეთის გენერალური საკონსულო რუსეთის მოქალაქეებს თურქეთიდან საქართველოში შესვლასთან დაკავშირებით აფრთხილებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დროს გახშირდა რუსეთის მოქალაქეთა შეშვებაზე უარის შემთხვევები „სარფში“, თურქეთ-საქართველოს საავტომობილო გამშვებ პუნქტზე.

„ქართველი მესაზღვრეების უარი, როგორც წესი, არაფრითაა დასაბუთებული, უარის მიზეზი არ განიმარტება. რუსეთის მოქალაქეთა შორის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არ დაუშვეს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მცხოვრებნი, ასევე ყირიმის რესპუბლიკის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებნი არიან, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხშირად, უარს იღებენ რუსეთის სხვა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებიც, რომლებიც თურქეთში პირადი ავტომობილით ჩავიდნენ.

„მიმდინარე წლის აგვისტოში გენერალური საკონსულო საქართველოში შესვლაზე უარს პრაქტიკულად ყოველდღე აფიქსირებს“, – აღნიშნულია საკონსულოს განცხადებაში.

საკონსულო მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ეს გარემოება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა