კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონზე - თუ ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა ნათქვამი რამე, არ ვარკვევთ ბავშვი მართალია თუ მტყუანი, ის თანამშრომლები ჩვენთან აღარ დაიშვებიან

ნახვები: 337 მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონზე - თუ ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა ნათქვამი რამე, არ ვარკვევთ ბავშვი მართალია თუ მტყუანი, ის თანამშრომლები ჩვენთან აღარ დაიშვებიან

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, ნინოწმინდის ბავშვათა პანსიონის ხელმძღვანელის, მეუფე იაკობის განცხადებით, არცერთი ის თანამშრომელი, რომლებზეც პანსიონის აღსაზრდელებს პრეტენზია აქვთ, დაწესებულებაში აღარ იმუშავებს. ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, პანსიონი მსოფლიო სტანდარტებს დაუახლოვდება და მასში ბავშვების რაოდენობაც შემცირდება.

რაც შეეხება სახალხო დამცველთან შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებას, როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს, ის ომბუდსმენთან ერთად დაწესებულებაში მომდევნო კვირის ბოლოს შევა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან გულღია, გულითადი საუბარი. მიმოვიხილეთ ის პრობლემები, რაზეც იყო საუბარი და ზოგადად სიტუაცია. შევთანხმდით, რომ მე და სახალხო დამცველი შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში, იქ ვნახავთ სიტუაციას. ჟურნალისტებმა მოგვეცით მუშაობის საშუალება ალყა რომ გაქვთ შემორტყმული ყიზილბაშებივით. ეს ბავშვებისთვის დიდი სტრესია და ვერ გამოდიან ამ სტრესიდან. მომზადების შემდეგ შევლენ მონიტორები. მტყუან-მართალზე არ იყო ამ შეხვედრაზე საუბარი, ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ.

თვითონ ნინოწმინდაში, სხვა ტერიტორიაზე მოხდება ბავშვების გადაყვანა. აქ იქნება დღის ცენტრი. გავაკეთებთ ყველაფერს. აქამდე ჩართულები ვიყავით სახელმწიფო, ეკლესია, ევროკავშირი, UშAID და ასევე „ვორლდ ვიჟენი", ახლა მონაწილეობს სახალხო დამცველიც. მე თავიდანვე ვთქვი, რომ აუცილებლად გავითვალისწინებთ ყველა რჩევას და რეკომენდაციას. ეს საქმე ჩემთვის ახალია, მაგრამ უცხო არ არის, მივხედავთ და უმაღლესი სტანდარტებით გავაკეთებთ ყველაფერს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე ინფორმაციით, თუ ვინმეს წასვლის სურვილი ექნება, სოციალური მუშაკები გადაწყვეტენ სად წავიდნენ.

„რაც შეეხება თანამშრომლებს, თუ ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა ნათქვამი რამე, არ ვარკვევთ ბავშვი მართალია თუ მტყუანი, ის თანამშრომლები ჩვენთან აღარ დაიშვებიან. ვაკეთებთ ცვლილებებს და დარჩებიან ისინი, ვისთანაც პრეტენზია არ არის. ზოგთან გვქონდა პრეტენზიები. ასეთი დიდი დაწესებულებები არ შეიძლება, იმიტომ მიდის შეცვლის პროცესი. 2022 წლის 1-ელ აპრილამდეა ლიცენზირებული ეს დაწესებულებები. მადლობა ამ აჟიოტაჟისთვის, უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევცვლით", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის თქმით, ახალი ტიპის დაწესებულებაში მისივე გეგმით, 10-მდე ბავშვი უნდა იყოს.

„მქონდა საუბარი UNIჩEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან და მისი თქმით, მსოფლიო სტანდარტია 6 ბავშვი ერთ დაწესებულებაში. ამიტომ ამ გეგმით წავალთ. გავაკეთებთ მსოფლიო სტანდარტებით", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა