კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნებისთვის“ არაფერს ნიშნავს არც პრეზიდენტის ვეტო, არც ვენეციის კომისიის შენიშვნები

ნახვები: 673 პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნებისთვის“ არაფერს ნიშნავს არც პრეზიდენტის ვეტო, არც ვენეციის კომისიის შენიშვნები

ქართული ოცნებისთვის“ არაფერს ნიშნავს არც პრეზიდენტის ვეტო, არც ვენეციის კომისიის შენიშვნები, ისინი მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს – ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურებიან, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ვენეციის კომისიის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტისა და ვენეციის კომისიის მხრიდან საკმარისი არგუმენტია, რომ ეს კანონპროექტი მიღებული არ იყოს.

„ვადები გახანგრძლივდა და პირთა წრე გაფართოვდა, რაც არ არის მიჩნეული სტანდარტად, რადგან ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლევა, უფრო მეტ პირს მოუსმინოს, რაც მთავარ პრობლემად ითვლება. კანონპროექტის მიღება ოთხ-ხუთ დღეში მოხდა. ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვინმეს საშინაო დავალება მისცა და მათ არ შეასრულეს, იცით, რომ პრეზიდენტმა ამ კანონპროექტს ვეტო დაადო. მგონი, პრეზიდენტისა და ვენეციის კომისიის მხრიდან საკმარისი არგუმენტია, რომ ეს კანონპროექტი მიღებული არ იყოს. „ქართული ოცნებისთვის“ არაფერს ნიშნავს არც პრეზიდენტის ვეტო, არც ვენეციის კომისიის შენიშვნები, ისინი მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს – ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურებიან. მათ მოსმენებისთვის პირთა წრის გაფართოება სჭირდებოდათ, რომ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა