კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნინო ლომჯარია - შევთანხმდით, რომ მე და მეუფე იაკობი პანსიონში მომავალი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ

ნახვები: 373 ნინო ლომჯარია - შევთანხმდით, რომ მე და მეუფე იაკობი პანსიონში მომავალი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ

ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბოდბის მთავარეპისკოპოსთან, მეუფე იაკობთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება, მათ შორის, იმაზე, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლები არ არის კარგი ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის, ასევე იმაზე, რომ სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგის განხორციელების საშუალება. ლომჯარიას განცხადებით, ის და მეუფე იაკობი პანსიონში მომავალი კვირის ბოლოს ერთად ჩავლენ, რათა ბავშვებს სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ გაუცხოვება არ ჰქონდეთ.

„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და შესაბამისად, როგორც იქნება ბავშვებისთვის, მათი საუკეთესო ინტერესებისთვის საჭირო, ისე განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ გეგმებს, ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოვება სახალხო დამცველის მიმართ და მე მინდა, რომ ჩვენ მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, რომ ჩვენს შორის არსებობდეს ნდობა და არ იყოს მტრულად განწყობა იქ მყოფი პირების მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს და ამის შემდეგ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები, დაიწყებენ ვითარების შესწავლას.

ეს იყო ძალიან პოზიტიური, კეთილგანწყობილი საუბრები, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა ბავშვების ინტერესებთან მიმართებით. ეს იყო უფრო მეტად ჩვენი შთაბეჭდილებები და საუბრები პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

ბავშვების გაყვანას რაც შეეხება, ჩვენ შევთანხმდით, რომ სოციალური სამსახური აგრძელებს ბავშვების საჭიროებების შეფასებას და როგორც იქნება გადაწყვეტილი თითოეული ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, ისე განვითარდება მოვლენები," - განაცხადა ლომჯარიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა