კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მედიის ცნობით, რუსი სამხედროების მიერ გახსნილი ცეცხლის შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ავარიულმა დამცავმა სისტემამ მეხუთე ელექტრობლოკი გამორთო

ნახვები: 496 მედიის ცნობით, რუსი სამხედროების მიერ გახსნილი ცეცხლის შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ავარიულმა დამცავმა სისტემამ მეხუთე ელექტრობლოკი გამორთო

რუსი სამხედროების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ავარიულმა დამცავმა სისტემამ მეხუთე ელექტრობლოკი გამორთო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრიანული მედია „ენერგოატომზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„ატომური საერთაშორისო სააგენტოს მისიის ვიზიტის წინ რაშისტებმა ბირთვულ სადგურზე ახალ პროვოკაციეს მიმართეს. პირველ სქტემბერს, 04:57 საათზე რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან ნაღმტყორცნებიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პლატფორმისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად ამუშავდა ავარიული დაცვა და გაითიშა მომუშავე მეხუთე ენერგობლოკი“, – ნათქვამია „ენერგოატომის“ განცხადებაში.

უკრაინის ეროვნული ატომური კომპანიის ცნობით, ოკუპანტებმა ასევე დააზიანეს ატომური სადგურის სარეზევრო ელექტროკვების ხაზი, რის გამოც დენის მიწოდება შეუწყდა გაჩერებულ მეორე ენერგობლოკს. ენერგოატომში აცხადებენ, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ოკუპანტების ქმედებების გამო, ზაპოროჟიეს სადგურზე ენერგობლოკი უკვე მეორედ გაითიშა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მეექვსე ენერგობლოკი უკრაინის ენერგოსისტემაში მუშაობას განაგრძობს, სადგურის უკრაინული პერსონალი კი ყველაფერს აკეთებს ინფრასტრუქტურის დაზიანებების ლიკვიდაციისთვის.

შეგახსენებთ, დღეს საერთაშორისო ატომური სააგენტოს მისიამ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე მუშაობა უნდა დაიწყოს. მისიის წევრებმა სააგენტოს დირექტორის რაფაელ გროსის ხელმძღვანელობით, ზაპოროჟიეს სასტუმრო უკვე დატოვეს და სადგურისკენ გაემართნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა