Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

მედიის ცნობით, „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მოსკოვში, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა

ნახვები: 631 მედიის ცნობით, „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მოსკოვში, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა

ნავთობკომპანია „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი მოსკოვში, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების წყაროს ცნობით, მაგანოვი ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან გამოვარდა და მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, რავილ მაგანოვი საავადმყოფოს მეექვსე სართულზე მკურნალობდა.

მაგანოვი „ლუკოილში“ კომპანიის დაარსებიდან მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე 2020 წლიდან იყო. კომპანიას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა