პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ანრი ოხანაშვილი - შარლ მიშელის დოკუმენტში არსად წერია, რომ პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება არ განახორციელოს

ნახვები: 381 ანრი ოხანაშვილი - შარლ მიშელის დოკუმენტში არსად წერია, რომ პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება არ განახორციელოს

შარლ მიშელის დოკუმენტში არსად წერია, რომ პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება არ განახორციელოს, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მოსამართლეების არჩევის პროცესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია პარლამენტში ჯერ არ შესულა.

„შარლ მიშელის დოკუმენტში სადმე თუ ნახავთ ჩანაწერს, რომ პარლამენტმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა მათთვის გადაცემული უფლება არ განახორციელონ, მაშინ იქნება სწორი შენიშვნა, მაგრამ მსგავსი არსად წერია. პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფები იმიტომ არიან წარმოდგენილნი, რომ იმსჯელონ კონკრეტულ საკითხებზე. ვერ გეტყვით, მოსამართლეობის კანდიდატების განხილვას როდის დავიწყებთ. მოსამართლეობის კანდიდატთა სიის პარლამენტისთვის ოფიციალური გადაცემა არ მომხდარა. ერთი კვირის ვადა არსებობს, რომ პირმა გაასაჩივროს. როცა სია შემოვა, ბიურო გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაეწეროს და პროცედურები დაიწყება", - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა