კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა ბუჩუკური - ოთხეულის სრულიად ღია ანტიდასავლური და ანტიამერიკული ნარატივი კატასტროფაა, თუმცა ყველას გვესმის, რომ ეს მათი გადაწყვეტილება არ არის

ნახვები: 520 ანა ბუჩუკური - ოთხეულის სრულიად ღია ანტიდასავლური და ანტიამერიკული ნარატივი კატასტროფაა, თუმცა ყველას გვესმის, რომ ეს მათი გადაწყვეტილება არ არის

ოთხეულის სრულიად ღია ანტიდასავლური და ანტიამერიკული ნარატივი კატასტროფაა, თუმცა ყველას გვესმის, რომ ეს მათი გადაწყვეტილება არ არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ანა ბუჩუკური ამბობს, „ყველაფერი „ქართული ოცნების“ რეალური ხელმძღვანელისგან მოდის“.

„ჩვენ ვნახეთ პრემიერის შეფასებაც, რომ დაიწყო ქალბატონი კელი დეგნანის ქება. ეს ჩემთვის კიდევ ერთხელ იმას ადასტურებს, რომ ღარიბაშვილი იქნება, კობახიძე თუ ნებისმიერი სხვა, ამ ადამიანების სიტყვის ფასი ნულია. ერთ დღეს გამოდიან, დილით ამბობენ ერთს ისე, რომ თავადაც არ იციან, საღამოს რა შეფასების გაკეთება მოუწევთ, რადგან ეს მათი შეფასება არ არის. ისინი ამ დავალებას იღებენ. ამიტომ დილით ერთს ამბობენ, შუადღეს მეორეს და საღამოს მესამეს. ამ ოთხეულის სრულიად ღია ანტიდასავლური და ანტიამერიკული ნარატივი კატასტროფაა, თუმცა ყველას გვესმის, რომ ეს მათი გადაწყვეტილება არ არის. ყველაფერი მოდის „ქართული ოცნების“ რეალური ხელმძღვანელისგან. ისევე, როგორც, როგორიც იქნება ღარიბაშვილის შეფასება, ესეც „ქართული ოცნების“ რეალური ხელმძღვანელისგან მოდის, ბატონ ივანიშვილს ვგულისხმობ. ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია ეს შოუ და ფარსი – ერთი ხელით ერთს აკეთებდე და მეორე ხელით ამის საწინააღმდეგოს. ამას ჩემთვის ფასი არ აქვს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა