კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სარჯველაძე - ღრმად მწამს, რომ საქართველოს სამომავლო განვითარება გადაჯაჭვულია და ორგანულად დაკავშირებულია აშშ-სთან ყველაზე სიღრმისეულ თანამშრომლობასთან

ნახვები: 499 მიხეილ სარჯველაძე - ღრმად მწამს, რომ საქართველოს სამომავლო განვითარება გადაჯაჭვულია და ორგანულად დაკავშირებულია აშშ-სთან ყველაზე სიღრმისეულ თანამშრომლობასთან

ღრმად მწამს, რომ საქართველოს სამომავლო განვითარება გადაჯაჭვულია და ორგანულად დაკავშირებულია აშშ-სთან ყველაზე სიღრმისეულ თანამშრომლობასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის ამერიკასთან თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„როცა საქმე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და ოთხეულს ეხებოდა, ვერც ერთ ჩემს განცხადებას ან კომენტარს ვერ ნახავთ, სადაც გამომრჩენოდა ხაზგასმა, რომ საქართველოს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შეიძლება, ეს ოდნავ სხვა ვარიაციით და სხვა ფორმით მეთქვა, მაგრამ აზრი ყოველთვის ეს იყო. ღრმად მწამს, რომ საქართველოს სამომავლო განვითარება გადაჯაჭვულია და ორგანულად დაკავშირებულია აშშ-სთან ყველაზე სიღრმისეულ თანამშრომლობასთან. სხვაგვარად, საქართველოსთვის უსაფრთხოების რისკებთან გამკლავება, შემდგომი ეკონომიკური წინსვლა და განვითარება წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ პრემიერ- მინისტრის მხრიდან ამ გარემოების და განწყობის დადასტურება მოხდა. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ამერიკასთან თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა