კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ლუფთჰანზას“ მფრინავების გაფიცვის გამო, ფრანკფურტსა და მიუნხენში 800-მდე რეისი გაუქმდა

ნახვები: 503 „ლუფთჰანზას“ მფრინავების გაფიცვის გამო, ფრანკფურტსა და მიუნხენში 800-მდე რეისი გაუქმდა

გერმანული ავიაკომპანიის, „ლუფთჰანზას“ მფრინავების გაფიცვის გამო, ფრანკფურტსა და მიუნხენში 800-მდე რეისი გაუქმდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ავიაკომპანიის მონაცემებით, გაფიცვა 130 ათას მგზავრს შეეხება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მუშაობენ გაფიცვის შედეგების მინიმალიზებისთვის.

„ლუფთჰანზას“ ხუთი ათასზე მეტი მფრინავი ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცა. საპროტესტო ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც მფრინავების პროფკავშირსა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. პროფკავშირი მიმდინარე წელს მფრინავებისთვის ხელფასის 5,5 პროცენტით გაზრდას და ინფლაციის ავტომატური კომპენსაციის დაწესებას ითხოვს. „ლუფთჰანზას“ ხელმძღვანელობის განცხადებით, აღნიშნული მოთხოვნის შესრულება პერსონალის ხარჯებს მომავალი ორი წლის განმავლობაში 40%-ით, ანუ 900 მილიონი ევროთი გაზრდის. ავიაკომპანიამ მფრინავებს ხელფასის ჯამში 900 ევროთი გაზრდა შესთავაზა ორ ეტაპად, 18-თვიანი პერიოდის განმავლობაში.

აგვისტოს დასაწყისში „ლუფთჰანზას“ მენეჯმენტმა კომპანიის სახმელეთო პერსონალთა შეთანხმებას მიაღწია მას შემდეგ, რაც მათი გაფიცვის გამო ათასზე მეტი რეისი გაუქმდა. მაშინ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ავიაკომპანიის 20 ათასამდე თანამშრომელს 2023 წლის იანვრიდან ყოველთვიური ანაზღაურება 2.5%-ით გაეზრდება, შემდეგი წლის პირველი ივლისიდან კი – კიდევ 2.5%-ით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა