კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კალაძე - საქართველოს ხელისუფლებას პროდასავლური გზიდან არასდროს გადაუხვევია

ნახვები: 541 კახა კალაძე - საქართველოს ხელისუფლებას პროდასავლური გზიდან არასდროს გადაუხვევია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუხვევია იმ გზიდან, რომელიც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას გულისხმობს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საქართველო, ჩვენი ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის უფრო გაღრმავებისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი.

„საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პრობლემა არ შეუქმნია იმ გზისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული – ეს არის გზა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ თანმიმდევრული, მივყვებით ყველა იმ განსახორციელებელ რეფორმას და გადასადგმელ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებლად გასაკეთებელია ამ მნიშვნელოვან და რთულ გზაზე. ჩვენ არანაირი გადახვევა არ გაგვიკეთებია. თუმცა, როდესაც ხდება არასწორი განცხადებების გაკეთება, შეურაცხმყოფელი რეზოლუციების მიღება, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას ყოველთვის ექნება რეაგირება. საქართველო, ჩვენი ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის უფრო გაღრმავებისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა