კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დავით უსუფაშვილი - ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთმანეთთან არ და ვერ ლაპარაკობენ, დიდი ხიფათის ქვეშ არის

ნახვები: 671 დავით უსუფაშვილი - ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთმანეთთან არ და ვერ ლაპარაკობენ, დიდი ხიფათის ქვეშ არის

ცოდნიდან გეუბნებით და არა თეორიიდან, რომ ქვეყანა, რომელშიც სახელმწიფოს მეთაური, ანუ პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური, ანუ პრემიერ-მინისტრი ერთმანეთთან არ და ვერ ლაპარაკობენ და არც სხვა თანამდებობის პირი არსებობს, რომელიც იმასაც დაელაპარაკება, ამასაც და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს მოაგვარებს სკანდალების გარეშე, ელჩები იქნება თუ სხვა, ეს ქვეყანა დიდი ხიფათის ქვეშ არის, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, როდესაც ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მაშინ პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, რითაც ქვეყანა ზარალდებოდა.

„როდესაც მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინ იყვნენ პრეზიდენტი და პრემიერი, რომელიც ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ და ამით ქვეყანა ზარალდებოდა. მათ შორის ელჩებთან დაკავშირებით, სტუმრებთან, კანონზე ხელმოწერასთან დაკავშირებით. არ შეიძლება, თუ მათ შორის პრობლემაა, ვინმე არ თაობდეს ამ პრობლემის მოგვარებას.

პრეზიდენტი თუ თვლის, რომ ეს მოუთმენელი ვითარებაა, მას ვურჩევდი, ძალიან მოკლე მანძილია და ფეხით სიარული უყვარს, თავისი რეზიდენციიდან პრემიერის რეზიდენციამდე არის დაახლოებით 15 წუთის სავალი, მიადგეს პრემიერ-მინისტრს და უთხრას, აი, მივედი და გავარკვიოთ საკითხი, რადგან ქვეყანას სჭირდება. ტელევიზიით ლაპარაკი, იმას ეს გამომიგზავნა, მე ეს გავუგზავნე, მე მეგონა, რომ ის ამას ასე გაიგებდა, ვერ გაიგო, კარგი რა, საბავშვო ბაღში შეიძლება, ადამიანებმა ასე ითამაშონ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა