კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ ყაველაშვილი - საქართველოს პრეზიდენტი მსაჯულივით გვესაუბრება

ნახვები: 832 მიხეილ ყაველაშვილი - საქართველოს პრეზიდენტი მსაჯულივით გვესაუბრება

გუშინ პრეზიდენტმა კელი დეგნანის ხაზი გააგრძელა, ვის უნდა საქართველოში ომიო და თან უკრაინის ხელისუფლების სოლიდარობაზე მოგვიწოდებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნისნა, საქართველოს პრეზიდენტი მსაჯულივით საუბრობს.

„პრეზიდენტი რას გულისხმობს, საქართველოს პარლამენტის წევრს და ქვეყნის მოქალაქეს კითხვის დასმის უფლება არ მაქვს? თუ მაქვს, მაშინ შინაარსში გამომყვეს. გუშინ, პრეზიდენტმა კელი დეგნანის ხაზი გააგრძელა, ვის უნდა საქართველოში ომიო და თან უკრაინის ხელისუფლების სოლიდარობაზე მოგვიწოდებს. უკრაინის მიმართ საქართველოს მოსახლეობა პირველივე დღიდან სოლიდარული ვართ, მაგრამ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ომში ჩართვას რომ მოგვიწოდებდნენ, ვინმემ საქართველოს პრეზიდენტის პასუხი მოისმინა, როგორ მოგვიწოდებდნენ ომისკენ ჩართვას? პრეზიდენტისგან მსგავსი პასუხი მოგისმენიათ? – პრეზიდენტმა თქვა, მტერი ისაა, ვინც საქართველოს ომში ჩართვას მოუწოდებსო და ჩვენ სახელები და გვარები დავასახელეთ. პრეზიდენტმა ამას პასუხი გასცეს.

პროცესში, რომ საომარ მდგომარეობაში როგორმე პროცესები, რევოლუციური ცვლილებები განვითარებულიყო, პრეზიდენტმა როგორი პოზიცია დაიჭირა? – ის დამაბალანსებელი ვერ იქნება, რადგან აქეთ არის სრული ბოროტება, რომელსაც თავის თავზე აქვს ეს ყველაფერი გამოცდილი. როცა ერთ სიბრტყეზე დააყენებ ამ ბოროტებას და ძალას, რომელმაც აგირჩია, ამ ძალის უკან საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა დგას, ვინც პრეზიდენტად აირჩია, იმას ვერ გრძნობს, რომ ამ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს. ეს ქალბატონი ვისი მსახურია? – თუ საქართველოს მოქალაქეების მსახურია, მსგავსი რიტორიკით არ უნდა ისაუბროს. პირდაპირ ჩანს, თითქოს ის არის ევროკავშირის წარმომადგენელი, რომელიც მოგვიწოდებს, რომ გინდათ თუ არა, 12 პუნქტი შეასრულეთო. საქართველოდან განყენებულია და ასე მოგვიწოდებს – პრემიერი ბრიუსელში ჩავა და აბა, რა გზავნილი ექნება. საქართველოს პრეზიდენტი რაღაც მსაჯულივით გვესაუბრება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა