პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის სანავთობო ემბარგოს ამოქმედების გამო, 2023 წელს რუსეთის ნავთობისგან მიღებული შემოსავალი სულ მცირე 40%-ით შემცირდება

ნახვები: 563 უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის სანავთობო ემბარგოს ამოქმედების გამო, 2023 წელს რუსეთის ნავთობისგან მიღებული შემოსავალი სულ მცირე 40%-ით შემცირდება

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო აცხადებს, რომ ევროკავშირის სანავთობო ემბარგოს ამოქმედების გამო, 2023 წელს რუსეთის ნავთობისგან მიღებული შემოსავალი სულ მცირე 40%-ით შემცირდება, – ამის შესახებ გალუშენკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„რუსეთი ყოველთვის იყო ნავთობდოლარებზე დამოკიდებული. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მისი ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მიღებულმა თანხამ ბიუჯეტის შემოსავლის დაახლოებით ნახევარი შეადგინა. წელს ნავთობის მაღალი ფასი კვებავდა რუსულ ხაზინას გაყიდვების მოცულობის შემცირების მიუხედავად, თუმცა უკვე ახლა ეს ტენდენცია იცვლება. ევროკავშირის სანავთობო ემბარგოს ამოქმედება შეამცირებს რუსეთის ნავთობისგან მიღებულ შემოსავალს სულ მცირე 40%-ით. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს ნავთობის მოპოვების შემცირებას დაახლოებით 20%-ით უკვე მიმდინარე წლის დასაწყისში“, – წერს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი.

როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირი ნედლი ნავთობის ექსპორტს რუსეთისგან დეკემბრის დასაწყისში აკრძალვას, ნავთობპროდუქტებზე ემბარგოს კი, ორი თვის შემდგომ აამოქმედებს. ამასთან, 2 სექტემბერს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ფორმალურად შეთანხმდნენ რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე.

მსოფლიო ლიდერების სოლიდარობა, რუსეთზე სასანცქიო ზეწოლის გაძლიერება, მისთვის ტრადიციული შემოსავლის წართმევა თანდათან აფერხებს რუსულ სამხედრო მანქანას. რუსული წიაღისეული საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვების უპირობო გაგრძელება და გაფართოება საბოლოოდ დაეხმარება ტერორისტი სახელმწიფო შეჩერებას“, – აღნიშნავს გალუშენკო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა