პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

კახა კუჭავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის ირაკლი ღარიბაშვილით ჩანაცვლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ნახვები: 288 კახა კუჭავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის ირაკლი ღარიბაშვილით ჩანაცვლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერმა უნდა წარმოადგინოს და პარლამენტის წევრებს, კომიტეტებს თემატურად გააცნოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ უმრავლესობის წევრების შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომელიც არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით იმართება.

მან კატეგორიულად უარყო ჟურნალისტების შეკითხვა განიხილავენ თუ არა ამ შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილის არჩევას და იგეგმება თუ არა ,,ქართული ოცნების" გუნდში ცვლილებები.

„კატეგორიულად ვუარყოფთ. ბოლო ერთი კვირაა ცდილობთ ისაუბროთ იმ საკითხზე, რომელიც რეალურად არ დგას დღის წესრიგში. ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერმა 100 დღის შემდეგ უნდა წარმოადგინოს და პარლამენტის წევრებს, კომიტეტებს თემატურად გააცნოს, ეს არის რეალური მიზეზი ჩვენი შეხვედრის", - აღნიშნა კახა კუჭავამ.

იხილეთ ვიდეო:კახა კუჭავა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის ირაკლი ღარიბაშვილით ჩანაცვლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა