კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„გარდიანის“ ცნობით, ევროკავშირი ოქტომბერში პრაღაში დაგეგმილ სამიტზე დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერის, აგრეთვე რამდენიმე მეზობელი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიწვევას გეგმავს

ნახვები: 524 „გარდიანის“ ცნობით, ევროკავშირი ოქტომბერში პრაღაში დაგეგმილ სამიტზე დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერის, აგრეთვე რამდენიმე მეზობელი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიწვევას გეგმავს

ევროკავშირი ოქტომბერში პრაღაში დაგეგმილ სამიტზე დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, ასევე რამდენიმე მეზობელი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიწვევას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

„გარდიანის“ ცნობთ, სამიტზე განხილული იქნება ახალი ორგანიზაცია, რომელიც ევროპის კონტინენტის დემოკრატიებს გააერთიანებს.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზდენტმა შარლ მიშელმა „გარდიანთან“ და სხვა ევროპულ მედიასაშუალებებთან განაცხადა, მას ეჭვი არ ეპარება, რომ დიდი ბრიტანეთი იქნება მიწვეული ჩეხეთის დედაქალაქში, ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლთან დაკავშირებით სირთულეების მიუხედავად.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის სამიტზე მიწვეულებს შორის იქნებიან ასევე ნორვეგია და შვეიცარია, აგრეთვე ცხრა ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვიან, მათ შორის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის ექვსი ქვეყანა, აგრეთვე სომხეთი და აზერბაიჯანი.

ამასთან, როგორც მედია წერს, ევროკავშირის შიგნით სადავოა სამიტზე თურქეთის მიწვევის საკითხი, რადგან ამას საბერძნეთი და კვიპროსი ეწინააღმდეგებიან. როგორც შარლ მიშელმა ინტერვიუში აღნიშნა, ევროკავშირმა უნდა მიიწვიოს თურქეთი, თუმცა მას სურს, დარწმუნდეს, რომ ამას ყველა კოლეგა უჭერს მხარს.

გამოცემა წერს, რომ შარლ მიშელი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ახლო პოლიტიკური მოკავშირეა. მაკრონი მიმდინარე წლის მაისში გამოვიდა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნის იდეით, რომელიც გააერთიანებდა კონტინენტის ყველა დემოკრატიას, მათ შორის უკრაინას და ევროკავშირის წევრობის სხვა ასპირანტებს დასავლეთ ბალკანეთში.

თუმცა, მედიის ცნობით, არსებობს მოსაზრება, რომ ევროპულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ შესაძლოა, უბრალოდ გაიმეოროს უკვე არსებული გაერთიანებებები, როგორიცაა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია – ეუთო. შარლ მიშელი აღნიშნავს, რომ ლიდერებს სურთ, შექმნან არაფორმალური და ძალიან მოქნილი ორგანო, დიდი შვიდეულის და დიდი ოცეულის მსგავსად.

„ჩვენ არ გვინდა რთული სტრუქტურა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

პრაღაში ევროკავშირის სამიტი 6 ოქტომბერს არის დაგეგმილი. დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა ხვალ უნდა გახდეს ცნობილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა