კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საერთაშორისო კონფერენციის "დიდება უკრაინას" მონაწილეები ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

ნახვები: 570 საერთაშორისო კონფერენციის "დიდება უკრაინას" მონაწილეები ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას“ მონაწილეები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ და უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

კერძოდ, სოფელ ოძისში ჩავიდნენ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, აშშ-ის ყოფილი დიპლომატები და სხვები.

„ეს ადგილი ხდება ამ კონფერენციის რეგულარული გაჩერება. ჩვენ ეს ვიზიტი მიგვაჩნია უკიდურესად მნიშვნელოვნად, როგორც შეხსენება, თუ რა გადაიტანა საქართველომ 2008 წლიდან დღემდე და ეს არის ჩვენთვის გაკვეთილი, საიდანაც სწავლა შეგვიძლია. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია,ჩვენმა დელეგაციამ თავისი ვიზიტი აქედან დაიწყოს, როგორც შეხსენება იმისა, რასთან ერთად გიწევთ ცხოვრება ყოველდღიურად. ეს არის ასევე ჩვენი მხარდაჭერის გამოხატულება საქართველოს, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რომ ერთ დღეს საქართველო კვლავ გაერთიანდეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა.

2-დღიანი საერთაშორისო კონფერენცია თბილისში ხვალიდან იწყება. მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებენ.

ყოველი წლის სექტემბერში კონფერენცია თავს უყრის უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს. როგორც ცნობილია, შეხვედრებზე იმსჯელებენ უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, სამხედრო აგრესიის გეოპოლიტიკურ შედეგებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა