კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბორის ჯონსონი გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდა - ჩვენ გადავლახავთ რთულ დროს და უფრო გავძლიერდებით, დროა, ყველა გავერთიანდეთ ლიზ ტრასის გუნდის ირგვლივ და დაპირებები შევასრულოთ

ნახვები: 492 ბორის ჯონსონი გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდა - ჩვენ გადავლახავთ რთულ დროს და უფრო გავძლიერდებით, დროა, ყველა გავერთიანდეთ ლიზ ტრასის გუნდის ირგვლივ და დაპირებები შევასრულოთ

სკეპტიკოსების მიუხედავად, ახალი მთავრობა მოსახლეობას ენერგოკრიზისს დააძლევინებს, – ამის შესახებ ბორის ჯონსონმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯონსონის თქმით, მან იცის, რომ დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ხალხს ამ ზამთარს გადაალახინებს.

როგორც ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტს არ შეუძლია ბრიტანელი ხალხის ენერგოკრიზისით დაშინება.

„ის მწარედ ცდება, როდესაც ფიქრობ, რომ ეს შეუძლია“, – დასძინა ბორის ჯონსონმა.

მან უკრაინაში ომზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, რასაც ის მხარს უჭერდა, შეეძლო, ომის მიმდინარეობა შეეცვალა.

ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის არჩევა იყო მოულოდნელი ესტაფეტა, სადაც წესები შუაგზაში შეცვალეს.

ბორის ჯონსონმა მთავრობის მიღწევებზეც ისაუბრა, მათ შორის კოვიდ-კრიზისის დაძლევაზე, უმუშევრობის შეცირებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. სიტყვით გამოსვლისას ჯონსონმა ასევე მოსახლეობას და „კონსერვატიულ პარტიას“ ერთიანობისკენ მოუწოდა.

„არის რთული დრო ეკონომიკისთვის, რთული დროს ოჯახებისთვის. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ გადავლახავთ ამას და უფრო გავძლიერდებით. მინდა, ვუთხრა ჩემს თანაპარტიელ კონსერვატორებს. დროა, პოლიტიკა დასრულდეს, დროა, რომ ყველა გავერთიანდეთ ლიზ ტრასის, მისი გუნდის და მისი პროგრამის ირგვლივ და ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე დაპირებები შევასრულოთ, რადგან ეს არის, რაც ამ ქვეყნის მოსახლეობას სურს, სჭირდება და რასაც ისინი იმსახურებენ. მე ამაყი ვარ, რომ შევასრულე დაპირებები, რომლებიც ჩემი პარტიის წინაშე დავდე, როცა თქვენ ამირჩიეთ 1997 წლის შემდეგ ხმათა ყველაზე დიდი უმრავლესობით“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

რაც შეეხება სამომავლო კარიერას, ჯონსონს კონკრეტული მიზნები არ დაუსახელებია. მან საკუთარი თავი რაკეტა-მატარებელს შეადარა, რომელმაც საკუთარი ფუნქცია შეასრულა.

„რბილად დავბრუნდებოდი ატმოსფეროში და შეუმჩნევლად დავეშვებოდი სადმე, წყნარი ოკეანის მოშორებულ და შეუმჩნეველ კუთხეში“, – აღნიშნა ჯონსონმა.

დასასრულს, ჯონსონმა მადლობა გადაუხადა ყველა თანამშრომელს და ოჯახს. მან ასევე ახსენა თავისი ძაღლი დილინი და პრემიერის ოფისში მცხოვრები კატა ლარი.

ჯონსონის თქმით, თუკი ძაღლს და კატას შეუძლიათ პერიოდულად წარმოქმნილი სირთულეების გადალახვა, „კონსერვატიული პარტიაც“ შეძლებს ამას.

ბორის ჯონსონმა ასევე მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, რომ მისცეს შანსი, ემსახურა ქვეყნისთვის. ბორის ჯონსონის თქმით, ახლა ის გაემართება დედოფალთან, სადაც უფლებამოსილებას ახალ ლიდერს გადააბარებს.

„კონსერვატიულმა პარტიამ“ ახალ ლიდერად საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი გუშინ აირჩია. ახლა დედოფალმა პრემიერს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება უნდა დაავალოს.

მარგარეტ ტეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ, ლიზ ტრასი ბრიტანეთის ისტორიაში მესამე ქალი პრემიერი გახდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა