კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დავით უსუფაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის პროცესი ყველა შემთხვევაში შესაჩერებელია

ნახვები: 342 დავით უსუფაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის პროცესი ყველა შემთხვევაში შესაჩერებელია

„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის პროცესი ყველა შემთხვევაში შესაჩერებელია, ვინაიდან, თუკი რაიმეზე მიუთითებს შარლ მიშელის შეთანხმება პირდაპირ, ყოველგვარი ეჭვების და კითხვების გარეშე, ეს ისაა, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს და შემდგომ დაიწყოს კონკურსი თავიდან.

როგორც უსუფაშვილი ამბობს, არგუმენტი არ არსებობს, რომ რომელიმე მოსამართლე სწრაფად არის დასანიშნი.

„იცით, რომ ახლა საუბარია იუსტიციის საბჭოს მხრიდან იმ კანდიდატების წარმოდგენაზე, რომელთა შესარჩევი კონკურსები შარშან, ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყო და მიდიოდა გაურკვეველი ზიგზაგებით და გაურკვევლობებით. ამას არაფერი აქვს საერთო იმ სულისკვეთებასთან, რაც მიშელის დოკუმენტშია. სანამ პარლამენტს არ დაუმტკიცებია ეს მოსამართლეები, მიშელის დოკუმენტის დარღვევის თაობაზე საუბარი არ იქნება სწორი, ვინაიდან ეს ვალდებულება აღებული აქვს პოლიტიკურ ძალებს, ვინც პარლამენტში ვართ წარმოდგენილი. შესაბამისად, პარლამენტმა არ უნდა მოახდინოს ამ ხალხის დანიშვნა. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მორიგ ჯერზე მოსამართლეობის კანდიდატები, რომეთა შორისაც არიან კვალიფიციური პირებიც, მათზე არ გადატყდეს ჯოხი. პარლამენტმა ამ კანდიდატებს უარი იმიტომ კი არ უნდა უთხრას, რომ მათ განხილვაში შევედით და არ მოგვეწონა, არამედ იმიტომ, რომ მათი შერჩევის პროცესი და პროცედურა იყო და არის არასწორი და ჩვენ გვინდა ეს პროცესი ისე წარიმართოს, რომ ყოველი მოსამართლე, ვინც დანიშნული იქნება, მყარად დაჯდეს თავის სავარძელში, იყოს ლეგიტიმაციის უმაღლესი ხარისხის მქონე, არ დარჩეს არანაირი კითხები და ეჭვები. ეს ყველაფერი შეუძლებელია თუ „ქართული ოცნება" ერთპარტიულად დაამტკიცებს მოსამართლეებს.

ამიტომ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" მზად ვართ ამ საკითხზე იმ ტიპის მუშაობისთვის და აქტიურობისთვის. ჩვენ მზად გვაქვს კანონპროექტის იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომელიც წინ უნდა უძღვოდეს კონკურსებს და მოსამართლეების შერჩევას, შემდგომ უნდა გადავიდეთ სასამართლოში წევრების დანიშვნაზე. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ უზენაეს სასამართლოში არის მოსამართლეთა ნაკლებობა. დღევანდელი რაოდენობა სასამართლოს წევრების არის ის, რაც იყო 7-8 წლის გამავლობაში. ამიტომ არანაირი არგუმენტი, რომ ვინმე სასწრაფოდ დასანიშნია, არ არსებობსს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენის შეფასებისას განაცხადა, რომ უკიდურესად იმედგაცრუებულია იმით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა, რაც ცალსახად არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაში. კელი დეგნანის შეფასებით, ახლა გამოჩნდება, პარლამენტი, მმართველი ძალა და ოპოზიცია რეალურად ერთგულნი არიან თუ არა იმ ვალდებულებების შესრულების, რომელზეც ისინი 19 აპრილს შეთანხმდნენ. როგორც ელჩმა აღნიშნა, თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, ეს წარმოშობს კითხვებს 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა