კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხატია დეკანოიძემ თბილისში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებს მიმართა - თქვენ ძალიან მკაცრი უნდა იყოთ მათ მიმართ, ვინც აქ უკრაინის გამარჯვებას ეწინააღმდეგება, „ქართულ ოცნებას“ არ სურს უკრაინის გამარჯვება

ნახვები: 449 ხატია დეკანოიძემ თბილისში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებს მიმართა - თქვენ ძალიან მკაცრი უნდა იყოთ მათ მიმართ, ვინც აქ უკრაინის გამარჯვებას ეწინააღმდეგება, „ქართულ ოცნებას“ არ სურს უკრაინის გამარჯვება

„ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია თანაარსებობა ევროკავშირთან და დასავლურ ღირებულებებთან და ის არის საფრთხე უკრაინელების გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა თბილისის საერთაშორისო კონფრენეციაზე „დიდება უკრაინას“.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა არ დგას უკრაინის გვერდით.

„ჩვენ როცა ვსაუბრობთ საქართველოზე და განსაკუთრებით, ოლიგარქიულ ჩრდილოვან ხელისუფლებაზე, რადგან ყველა ინსტიტუტი ივანიშვილს აქვს დატყვევებული, უნდა ვიფიქროთ, რატომ არის ბიძინა ივანიშვილის მთავრობა საფრთხე არამხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის, არამედ რატომ არის ის საფრთხე უკრაინელების გამარჯვებისთვის. როდესაც ომი დაიწყო, „ქართულ ოცნებას“ და განსაკუთრებით მის ლიდერებს, მათ ყველას სჯეროდათ, რო უკრაინელები ომს სამ-ოთხ დღეში წააგებდნენ. ჩვენ ვისხედით პარლამენტში და ვუსმენდით მათ. „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია თანაარსებობა ევროკავშირთან და დასავლურ ღირებულებებთან და ის არის საფრთხე უკრაინელების გამარჯვებისთვის.

პირველ რიგში, საქართველო არ შეუერთა საერთაშორისო სანქციებს, მეორე, ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ მთავრობა ფიქრობს, რომ უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა და ასოცირებული ტრიოს წევრობა არ არის გზა საქართველოსთვის. საქართველომ დაარღვია უსაფრთხოების სარტყელი, რომელიც იწყება შავი ზღვიდან და მთავრდება ბალტიის ზღვაში. საქართველოს მთავრობა არ დგას უკრაინის გვერდით. გუშინ უკრაინის ანტი-კორუფციულმა სააგენტომ სანქციები დაუწესა 15 ფიზიკურ პირს, ბიძინა ივანიშვილს და მისი ახლო წრიდან კიდევ 14 ადამიანს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ივანიშვილს და მის წრეს ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთთან. როდესაც ჩვენ მეგობრებს ვესაუბრებით, თქვენ ძალიან მკაცრი უნდა იყოთ ბიძინა ივანიშვილთან, მის ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში, მათ მიმართ, ვინც აქ უკრაინის გამარჯვებას ეწინააღმდეგება. უკრაინელები ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება ძალიან მნიშვნელოვანია, არა იმიტომ, რომ ჩვენ ვუჩივით მას და მის მთავრობას, არამედ იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს უკრაინის გამარჯვება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა