პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ირაკლი კობახიძე - არახამიას ვურჩევდი, გვერდითი შანტაჟის ნაცვლად, პირდაპირ თქვას, რომ მეორე ფრონტის გახსნა სურს და ივანიშვილს ამიტომ აშანტაჟებს

ნახვები: 364 ირაკლი კობახიძე - არახამიას ვურჩევდი, გვერდითი შანტაჟის ნაცვლად, პირდაპირ თქვას, რომ მეორე ფრონტის გახსნა სურს და ივანიშვილს ამიტომ აშანტაჟებს

არახამია ერთი მხრივ, დანილოვის და პოდოლიაკის ხელით გვირჩევს, რომ ჩვენ ჩავერთოთ ომში, გავხსნათ მეორე ფრონტი და მეორე მხრივ, ცდილობს, დაგვაშანტაჟოს სანქციებით. სჯობს, გახსნას კარტები და გააერთიანოს ეს ორი საკითხი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მათ უნდა გაბედონ და პირდაპირ თქვან, რომ დაშანტაჟების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა.

„უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტო უნდა იყოს დაკავებული იმ უმძიმესი კორუფციით, რომელიც არის დღეს უკრაინაში. ამის მაგივრად სხვა რაღაცებითაა დაკავებული. როგორც ჩანს, არ აღელვებთ საკუთარ ქვეყანაში კორუფცია, რომელშიც მათ შორის მაღალჩინოსნებიც არიან გარეული და გახვეული, რაზეც არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის ბოლო დროის განმავლობაში. მეორე – დიდი ხანია, ეს არახამიამ დაანონსა, ამას აპირებდნენ. ჯერ ელენე ხოშტარიამ დადო სია, ზუსტად იგივე სია დაიდო ახლა უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ. როგორ ხდება ეს კოორდინაცია, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი ეჭვები გვაქვს, თუმცა ბოლომდე კარტებს, ბუნებრივია, არ გავშლით. თქვენ ხედავთ, რომ არახამია ერთი მხრივ, დანილოვის და პოდოლიაკის ხელით გვირჩევს, რომ ჩვენ ჩავერთოთ ომში, გავხსნათ მეორე ფრონტი და მეორე მხრივ, ცდილობს, დაგვაშანტაჟოს სანქციებით. სჯობს, გახსნას კარტები და გააერთიანოს ეს ორი საკითხი. დაშანტაჟების მიზანი რომ მეორე ფრონტია, ეს თქვან პირდაპირ კაცურად. ქართველ ხალხს უნდა უთხრან ეს, რატომ ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს სანქციებით და მეორე ხელით რატომ ითხოვენ მეორე ფრონტის გახსნას, ამაზე უნდა ესაუბრონ ქართველ ხალხს, თუ არიან ღირსეულები, მაგრამ ღირსება მათ არ აქვთ. არახამიას ღირსება ვიცით, რაც არის. გააერთიანონ ეს ორი საკითხი, ანუ შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მათივე მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. თუ გაბედავენ, ძალიან კარგი იქნება. საბოლოო ჯამში, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ეს ყველაფერი, მათ შორის შეიძლება, ქართველმა ხალხმა რჩევაც მისცეს ბიძინა ივანიშვილს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავხსნით მეორე ფრონტს და ჩავერთვებით ომში, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილსაც პრობლემები აღარ ექნება თავის მილიარდ დოლართან დაკავშირებით და მეორე მხრივ, შეიძლება, ხალხს უნდა, რომ ვიბრძოლოთ უკანასკნელ ქართველამდე და შევეწიროთ ამ ომს. მოდით, ღიად დაისვას ეს საკითხი და ამას ვურჩევდი მე არახამიას, ნაცვლად ამ რაღაცა გვერდითი შანტაჟისა, პირდაპირ თქვას, იმიტომ აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს, რომ სურს მეორე ფრონტის გახსნა, რაც არაერთხელ მოითხოვეს დანილოვის და პოდოლიაკის პირით. ასეთ შემთხვევაში იქნება ღირსეული მათი საქციელი, მაგრამ ბუნებრივია, მათ ღირსეულ ქმედებებს ჩვენ არ ველოდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა