კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან იოსელიანი - საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში ცვლილებები ძირითადად პოზიტიურად არის შეფასებული

ნახვები: 306 ლევან იოსელიანი - საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში ცვლილებები ძირითადად პოზიტიურად არის შეფასებული

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში ცვლილებები ძირითადად პოზიტიურად არის შეფასებული.

მისივე თქმით, დასკვნაში ნათქვამია, რომ ყველა ცვლილება პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს.

„დასკვნაში ცვლილებები ძირითადად პოზიტიურად არის შეფასებული. არის შენიშვნები, რომლებიც ეხება საკითხებს, რაც მხარეებს შორის პრინციპული შეუთანხმებლობის საგანი არ ყოფილა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ყველა ცვლილება უნდა იყოს ინკლუზიური, ანუ, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს. თუ კონსენსუსი იქნება, მაშინ მათთვის მისაღები იქნება ცვლილება. მიმაჩნია, რომ ცესკო-ში პარტიების მიერ დანიშნული წევრის გამოწვევა არ უნდა იყოს მარტივი, როგორც დღეს არის კანონმდებლობაში, თუმცა ჩემს კოლეგებს განსხვავებული პოზიცია აქვთ. ვენეციის კომისიასაც ამბობს, რომ ადამიანი, ვინც კომისიაშია, მისი ერთი ფურცლით უკან გამოწვევა არ არის ის სტანდარტი, რომელსაც მიესალმებიან, რადგან მისი უფლება უნდა იყოს დაცული", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით დასკვნა 18 ივნისს გამოაქვეყნა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა