Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

გიორგი ხოჯევანიშვილი - ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ზოგიერთი საკითხის ირგვლივ მაინც სჭირდება გაერთიანება

ნახვები: 446 გიორგი ხოჯევანიშვილი - ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ზოგიერთი საკითხის ირგვლივ მაინც სჭირდება გაერთიანება

ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ზოგიერთი საკითხის ირგვლივ მაინც სჭირდება გაერთიანება, – განაცხადა უფრაქციო პარლამენტის წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„მსოფლიოში მიმდინარე და შიდა პოლიტიკურმა პროცესებმა, კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს სულ ცოტა რიგი საკითხების ირგვლივ მაინც სჭირდება გაერთიანება. აუცილებელია კომპრომისი, რათა შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაციის ხარისხი. ჩვენ უნდა გავიაზროთ და დავდგეთ ერთად, რადგან ევროკავშირში პირველივე შესაბამის განხილვაზე მივიღოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უკიდურესად აუცილებელი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, მათი გუნდი ყოველთვის მზადაა მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებებში და საგნობრივ განხილვებში, რათა საბოლოოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული.

„ჩვენი გუნდის წევრები ყოველთვის მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, საგნობრივ და შინაარსობრივ განხილვებში მონაწილეობის მისაღებად, რისი მაგალითიცაა 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილ ორივე ფორმატის სამუშაო ჯგუფებში ჩვენი მონაწილეობა. ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – როგორმე მოხდეს პოზიციების დაახლოება დაპირისპირებულ მხარეებს შორის ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა თემატურ სამუშაო ჯგუფში ჩვენი გუნდის მხრიდან იქნა წარდგენილი კონკრეტული ხედვები, რომელიც ქართული კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციას ხელს შეუწყობს და იმედს ვიტოვებ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ უახლოესი კვირების განმავლობაში წარდგენილ კანონპროექტებში ასახული იქნება ჩვენი ინიციატივები და საშემოდგომო სესია ამ მხრივ შედეგიანი გამოდგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველი ხალხი არავის აღარ აპატიებს ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოების შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას და საქართველოს მომავლით მოვაჭრეებზე იქნება ძალიან მკაცრი დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გიორგი ხოჯევანიშვილმა კოლეგებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია მათივე გუნდის მიერ წარმოდგენილი ინიციატივებიდან ერთ-ერთის – ელექტრონული და ინტერნეტ არჩევნების შესაძლებლობების თაობაზე.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა