კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეა წულუკიანი - ბევრი წელია, ხატია დეკანოიძე წარმოადგენს რაღაცა ტიპის გაერთიანებას, ხატიასებრთა ოჯახს, რომლებისთვისაც უცხო ქვეყნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სამშობლო

ნახვები: 514 თეა წულუკიანი - ბევრი წელია, ხატია დეკანოიძე წარმოადგენს რაღაცა ტიპის გაერთიანებას, ხატიასებრთა ოჯახს, რომლებისთვისაც უცხო ქვეყნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სამშობლო

ძალიან ბევრი წელია, ხატია დეკანოიძე წარმოადგენს რაღაცა ტიპის გაერთიანებას, პირობითად თუ დავარქმევთ, ხატიასებრთა ოჯახს, რომლებისთვისაც უცხო ქვეყნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სამშობლო, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხატია დეკანოიძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც: „ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის ძალიან დიდი საშიშროება უკრაინის გამარჯვებისთვის, მათ შორის არა გადარჩენისთვის, არამედ გამარჯვებისთვის, რადგან უსაფრთხოების სარტყელი, რომელიც უნდა შემოეკრას უკრაინას, შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე, ამ სარტყელში საქართველო არის ამოვარდნილი და ეს არის ხელიდან გაშვებული გეოპოლიტიკური უდიდესი შანსი და „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული შეცდომა“.

თეა წულუკიანის თქმით, როგორც ჩანს, ხატია დეკანოიძეს არეული აქვს, რომელია მისი სამშობლო და რომელ ქვეყანას წარმოადგენს.

„მე, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, იმასაც კი ვიხსენებ, რომ ხატია დეკანოიძე გახლდათ საქართველოს მოქალაქე, რომელმაც თავისი ბელადის მსგავსად, საკუთარი სამშობლო და მოქალაქეობა უარყო, შევიდა უცხო ქვეყნის ძალოვან სტრუქტურაში უკრაინაში, მიიღო იქაური მოქალაქეობა. როგორც ჩანს, მას დღემდე აღრეული აქვს, ვისი შვილია, რომელია მისი სამშობლო და რომელ ქვეყანას წარმოადგენს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა