კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობას ოპოზიციას ვერასდროს გადააბრალებს, ძალისხმევას არ დავიშურებთ, ვაჩვენოთ, რა არის სწორი

ნახვები: 509 რომან გოცირიძე - ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობას ოპოზიციას ვერასდროს გადააბრალებს, ძალისხმევას არ დავიშურებთ, ვაჩვენოთ, რა არის სწორი

ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციები თუ ვერ შესრულდება, ხელისუფლება ამას ოპოზიციას ვერასდროს გადააბრალებს.

გოცირიძის თქმით, საპარლამენტო მუშაობისას ალტერნატიულ წინადადებებს წარადგენენ და საზოგადოება დაინახავს, ვის აქვს შესრულებული რეკომენდაციები და ვინ არის დაკავებული იმით, რომ რეკომენდაციები არ შესრულდეს.

„გუშინ ნათლად ითქვა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა სხვაა და ოპოზიციის სხვა. ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა, ნებისმიერი კანონის მიღება შეუძლია. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ, მათ შორის საარჩევნო ბარიერის მიღებაზე. ხელისუფლება ვერასდროს გადააბრალებს ოპოზიციას იმას, თუ ევროკომისიის რეკომენდაციები ვერ შესრულდება. ჩვენს ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ვაჩვენოთ, რა არის სწორი. საპარლამენტო მუშაობაში ჩვენს ალტერნატიულ წინადადებებს წარვადგენთ და საზოგადოება დაინახავს, ვის აქვს რეკომენდაციები შესრულებული და ვინ არის დაკავებული იმით, რომ რეკომენდაციები არ შესრულდეს, რადგან რეკომენდაციების შესრულება ნიშნავს „ქართული ოცნების“ ძალაუფლების შესუსტებას და უკანონო ბერკეტების შეზღუდვას, იქნება ეს საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო, თუ სხვა“, – განუცხადა რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა