კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა

ნახვები: 536 მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა

ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„ბიბისის“ ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის 27 წევრს 9 სექტემბერს რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვარის დაწესებას შესთავაზებს და სავარაუდოდ ეს იგულისხმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადივოსტოკში მიმდინარე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, როდესაც განაცხადა, რომ არ შეასრულებს მოთხოვნებს.

„ჩვენ მათ უბრალოდ არ შევასრულებთ და საერთოდაც, არაფერს მივაწვდით, თუ ეს ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში, ეკონომიკურს. ჩვენ არ მივაწვდით არც გაზს, არც ნავთობს, არც ნახშირს და არც მაზუთს – არაფერს მივაწვდით. ჩვენ სრულად შევასრულებთ ჩვენს სახელშეკრულებო ვალდებულებებს, მაგრამ თუ ვინმე შეეცდება ჩვენთვის რაიმეს დაწესებას, მაშინ მინდა, აღვნიშნო, რომ ვინც აწესებს, დღეს არ არის იმ მდგომარეობაში, რომ თავისი ნება გვიკარნახოს. გონს მოვიდნენ. ჩვენ დაწესებულს არაფერს გავაკეთებთ და დაგვრჩება მხოლოდ ერთი რამ, მხოლოდ ერთი რამ, როგორც ცნობილ რუსულ ზღაპარშია რომ ვთქვათ: „გაიყინე, გაიყინე, მგლის კუდო“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა