კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვა ოთხ პირს, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები მოქმედებდა და ორმაგი მოქალაქეობა აღმოაჩნდათ

ნახვები: 641 უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვა ოთხ პირს, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები მოქმედებდა და ორმაგი მოქალაქეობა აღმოაჩნდათ

უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვა ოთხ პირს, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები მოქმედებდა და მათ ორმაგი მოქალაქეობა აღმოაჩნდათ. როგორც უკრაინული მედია წერს, საუბარია ოთხ კონტრაბანდისტზე.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შესაბამისი ოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა და ის მიმართული იყო უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი პირების წინააღმდეგ, რომელთა სახელებიც უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს „შავ სიაში“ იყო შეტანილი და რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა აღმოაჩნდათ, მათ შორის რუსეთის და რუმინეთის. კონკრეტულად ვისზეა საუბარი უკრაინის პრეზიდენტის ოფისში არ აკონკრეტებენ.

პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, კონტრაბანდისტებს ეხმარებოდნენ უკრაინის საბაჟოს მაღალჩინოსნებიც, რომლებიც თანამდებობიდან გათავისუფლდნენ და კანონის წინაშე აგებენ პასუხს.

7 სექტემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა საბაჟოს თანამდებობის პირები, რომლებიც ხელს უწყობდნენ იმ პირთა საქმიანობას, რომლებიც უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს „შავ სიაში“ ჰყავდა შეყვანილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა