კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა ნაცვლიშვილი - განსაკუთრებით პოლიტიკოს მამაკაცებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოგიწოდებთ, შეიმჩნიეთ ქალებზე ძალადობა, დაგმეთ ფემიციდი და დღესვე გადავდგათ ეფექტიანი ნაბიჯები

ნახვები: 618 ანა ნაცვლიშვილი - განსაკუთრებით პოლიტიკოს მამაკაცებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოგიწოდებთ, შეიმჩნიეთ ქალებზე ძალადობა, დაგმეთ ფემიციდი და დღესვე გადავდგათ ეფექტიანი ნაბიჯები

ქალმა დეპუტატებმა, ანა ნაცვლიშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ანი წითლიძემ, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიმ ფემიციდის საკითხზე პარლამენტში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქალთა წინააღმდეგ ძალადობაზე რეაგირება ყველას საერთო საქმეა და არა მხოლოდ რომელიმე უწყების.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ქალი დეპუტატები განსაკუთრებიტ გადაწყვეტილებების მიმღებ მამაკაც პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

„დღეს ქალი დეპუტატები ვეხმაურებით იმ შემაშფოთებელ და საზარელ ტენდენციას, რომელიც კვლავ დაბრუნდა ჩვენს საზოგადოებაში. ეს არის ქალთა მკვლელობები ქალობის ნიშნით. საზოგადოება შეშფოთებულია არაერთი შემთხვევით, როდესაც ხდება ქალების მკვლელობა და ამაზე ჩვენ ვეღარ ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან იმ ხარისხის რეაგირებასაც კი, რომელიც წინა წლებში გვქონდა. შეიმჩნიეთ ფემიციდი, შეიმჩნიეთ ძალადობა ქალების წინააღმდეგ. ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი. ვიდრე პოლიტიკოსი მამაკაცები, გადაწყვეტილების მიმღები მამაკაცები და ხშირად ქალებიც დუმილით ხვდებით ამ საშინელ ტენდენციას, ეს ტენდენცია გაგრძელდება და ამას ვერ მოერევა მხოლოდ ცალკეული ეფექტური რეაგირებები პოლიციელების მხრიდან თუ პარლამენტის გენდერულ საბჭოში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი, სწორი საკანონმდებლო პროცესი. ეს არ არის არც მხოლოდ პარლამენტის ერთი საბჭოს, არც მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც რომელიმე უწყების საქმე. ეს ყველას საერთო საქმეა.

ვიდრე ფემიციდს არ შეიმჩნევთ და ამაზე ყველა ხმამაღლა არ გააკეთებთ განცხადებას, რომ ეს არის დასაგმობი, მიუღებელი და ყველა, სახელმწიფო უწყება, საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიცია არ გავერთიანდებით ამ პრობლემის დასასრულებლად, ის გაგრძელდება და შეიწირავს ქალების სიცოცხლეს, დაანგრევს ბავშვების ცხოვრებას. დაანგრევს და დაამახინჯებს საზოგადოების ცხოვრებას. განსაკუთრებით პოლიტიკოს მამაკაცებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოგიწოდებთ, შეიმჩნიეთ ძალადობა, დაგმეთ ფემიციდი და დღესვე გადავდგათ ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები, რომელიც ამ დროის განმავლობაში გაყინული და გაჩერებულია. ჩვენ, ქალი პოლიტიკოსები, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საზოგადოების ერთიანობით ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა