თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჯო ბაიდენმა არჩევნებში უცხო ქვეყნების შესაძლო ჩარევისა და პროცესისადმი საზოგადოების ნდობის შერყევის წინააღმდეგ მიმართული საგანგებო რეჟიმი ერთი წლით გაახანგრძლივა

ნახვები: 552 ჯო ბაიდენმა არჩევნებში უცხო ქვეყნების შესაძლო ჩარევისა და პროცესისადმი საზოგადოების ნდობის შერყევის წინააღმდეგ მიმართული საგანგებო რეჟიმი ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არჩევნებში ჩარევის გამო დაწესებული საგანგებო რეჟიმის ვადა გაახანგრძლივა. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, საარჩევნო ინფრასტრუქტურასთან არასანქცირებული წვდომა, ასევე პროპაგანდის გავრცელება კვლავაც წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით, აშშ-ის არჩევნებში უცხო ქვეყნების შესაძლო ჩარევისა და საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის შერყევის წინააღმდეგ მიმართული რეჟიმი კიდევ ერთი წელი იქნება ძალაში.

გადაწყვეტილება წინ უსწრებს აშშ-ში დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებს, რომელიც ნოემბერში გაიმართება. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში ციფრული და ინტერნეტკომუნიკაციების გავრცელებამ მნიშვნელოვნად გაზარდა უცხო ქვეყნების არჩევნებში ჩარევის შესაძლებლობა. არჩევნებში შესაძლო ჩარევის საფრთხის გამო, საგანგებო რეჟიმი აშშ-მა პირველად 2018 წლის 12 სექტემბერს გამოაცხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა