კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ზარქუა - არახამიას საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტმა საერთაშორისო პასპორტი შეუჩერა, ევროპაში უსაქმურად დარბოდაო, საქართველოს პრობლემებით დასაქმდა? მას სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს

ნახვები: 499 ირაკლი ზარქუა - არახამიას საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტმა საერთაშორისო პასპორტი შეუჩერა, ევროპაში უსაქმურად დარბოდაო, საქართველოს პრობლემებით დასაქმდა? მას სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს

არახამია არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი გუნდის თავმჯდომარემ, ანუ პრეზიდენტმა საერთაშორისო პასპორტი შეუჩერა და თქვა, რომ აშშ-სა და ევროპაში უსაქმურად დარბოდა. ეს ადამიანი დასაქმდა საქართველოს პრობლემებით? ქართულიც არ იცის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუამ აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც სთხოვეს, შეეფასებინა უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას ახალი მიმართვა, სადაც უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ვედპლატფორმაზე გამოქვეყნებულ სიებზე საუბრობს.

ირაკლი ზარქუას თქმით, დავით არახამია პოლიტიკაში ხელმოცარულია და მას სერიოზულად არავინ აღიქვამს.

„დავით არახამია სანქციებს ჩვენ გვიწესებს? არახამია არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი გუნდის თავმჯდომარემ, ანუ პრეზიდენტმა საერთაშორისო პასპორტი შეუჩერა და თქვა, რომ აშშ-სა და ევროპაში უსაქმურად დარბოდა. ეს ხომ ვნახეთ? წარმოიდგინეთ, არახამიას ფრაქციის თავმჯდომარე ჰქვია და პასპორტს იმიტომ ართმევენ, უსაქმური ხარო. ეს ადამიანი დასაქმდა საქართველოს პრობლემებით? ქართულიც არ იცის. არახამიების და პოდოლიაკისნაირების განცხადებებს სერიოზულად ნუ აღიქვამთ. ქვეყანა ომშია, მე მხარს ვუჭერ უკრაინელ ხალხს და უკრაინას. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს, მტერი უტევს და ამაზე იყვნენ კონცენტრირებული – რა დროს საქართველოს თემებია. დავით არახამია პოლიტიკაში ხელმოცარულია, მას სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს, პასპორტი საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტმა ჩამოართვა, ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?“, – განუცხადა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა