კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ საფრთხეს, რომ მოხდება 12 პუნქტის შესრულების დაბლოკვა, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამით დარტყმა მიადგეს ხელისუფლებას

ნახვები: 471 შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ საფრთხეს, რომ მოხდება 12 პუნქტის შესრულების დაბლოკვა, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამით დარტყმა მიადგეს ხელისუფლებას

ჩვენ ვხედავთ საფრთხეს, რომ მოხდება 12 პუნქტის შესრულების დაბლოკვა, რათა არ იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს მხრიდან, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამით დარტყმა მიადგეს ხელისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ამაზე ღიადაც საუბრობენ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებთან მიმართებით.

„ადრეც ვამბობდით, რომ ყველა გამოვიდეთ იმ საფრთხეებიდან, რასაც ჩვენ ვხედავთ, იმ შიშებიდან, რომლებიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ვხედავთ საფრთხეს, რომ მოხდება 12 პუნქტის შესრულების დაბლოკვა, რომ არ იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს მხრიდან, საქართველომ არ მიიღოს კანდიატის სტატუსი, ამით დამატებით დარტყმა მიადგეს ხელისუფლებას. ამის რისკს ვხედავთ, ამაზე ღიადაც ვსაუბრობთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებთან მიმართებით. ამ რისკებიდან ამოვდივართ და ესეც ჩვენი ლეგიტიმური, მათ შორის ჩვენი სახელისუფლო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ლეგიტიმური შიშია. ამას ვუპირისპირებთ იმას, პროცედურებს, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ შეიძლება, გაიწელოს, ხელოვნურად ვიზღვევთ თავს, რომ არ გაიწელოს. დღესაც ვერ ვისმენ, რამდენჯერმე ვიკითხე, ვერ ვისმენ, შინაარსობრივად რა არის პრობლემა, გარდა აიმისა, რომ იქნებ, მეტი ვიფიქროთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც ომბუდსმენის არჩევის წესს განიხილავენ.

შალვა პაპუაშვილმა შინაარსობრივ მხარეზე ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაშიც არც ერთი შინაარსობრივი საკითხი არ დასახელებულა.

„ჩვენ ვნახეთ, სამწუხაროდ, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებული აჟიოტაჟი საბოლოო ჯამში როგორ არასერიოზულ დისკუსიამდე გადავიდა – ინკლუზიური პროცესი იყო, არ იყო, ვადები როგორ იყო და არც ერთი შინაარსობირი საკითხი. ექვსი თვეა, ერთი შინაარსობრივი საკითხი არ იქნა დასახელებული. უფლების გაუარესება – ისმის კითხვა, რომელი უფლების გაუარესება?  პასუხი ნული. ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება – ისმის კითხვა, რომელ ევროპულ სტანდარტს არ შეესაბამება? პასუხი ნული. ერთადერთი პასუხია, იქნება, პროცესი ცოტა სხვანაირი ყოფილიყო. აღქმებზე არის ხოლმე საუბარი და მთელი ჩვენი პრინციპია ის, რომ აღქმებს, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან მოჭარბებით არის და გავლენას ახდენს ჩვენს პოლიტიკაზე, დავუპირისპიროთ ფაქტები. მაინც ხდება აღქმებით საუბარი და ბოლოს იქამდეც კი მიდის ყველაფერი, რომ იცი რა, პოლიტიკაა და აღქმები წყვეტს ბევრ რამეს. პოლიტიკაში არ არის იმ ადამიანის ადგილი, რომელიც საკუთარ დასკვნებს აკეთებს აღქმებზე. ადამიანი, რომელიც საკუთარ დასკვნებს აღქმების საფუძველზე აკეთებს, სწორედ ის არის საშიში პოლიტიკისთვის. დამოკიდებულებაზე, რომ რა მოხდებოდა, ხუთი დღით ან ნაკლებით მეტი განგვეხილა, პასუხი მარტივია – მოხდებოდა ის, რომ არის ვადები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა