კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთის მოქალაქეები 19 სექტემბრიდან პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში შენგენის ვიზით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ

ნახვები: 500 ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთის მოქალაქეები 19 სექტემბრიდან პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში შენგენის ვიზით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ

რუსეთის მოქალაქეები 19 სექტემბრიდან პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში შენგენის ვიზით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა.

„არ ჩამოხვიდეთ ესტონეთში. აქ თქვენი ჩამოსვლა არავის უხარია“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში რუსეთის მოქალაქეები შენგენის ვიზით ვერ შევლენ, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაშია გაცემული ვიზა. საქმე ეხება ტურისტული, კულტურული, სპორტული და საქმიანი მიზნით მოგზაურობის მსურველ პირებს.

ოთხი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირში მოგზაურობა წარმოადგენს პრივილეგიას და არა ადამიანის უფლებას“.

გამონაკლისი დაშვებული იქნება მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროკავშირში ნათესავთან ან სხვა ჰუმანიტარული მიზნებით ჩადის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა