თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლევან ბეჟაშვილი - ერთია, სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა, მეორეა პოლიტიკური შემადგენელი, ოპოზიციის ნაწილმა ცვლილებებს სწორედ პოლიტიკური შემადგენელის ნაკლებობის გამო არ დაუჭირა მხარი

ნახვები: 350 ლევან ბეჟაშვილი - ერთია, სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა, მეორეა პოლიტიკური შემადგენელი, ოპოზიციის ნაწილმა ცვლილებებს სწორედ პოლიტიკური შემადგენელის ნაკლებობის გამო არ დაუჭირა მხარი

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტის სადაო საკითხია ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ერთიპიროვნულად განსაზღვრავს საორგანიზაციო წესებს კონკურსის ჩასატარებლად და ასევე შემფასებელ ჯგუფს. როგორ მოხდება ეს რეალობაში, ამაზე უნდა იყოს წინასწარი კონსულტაციები და არა ულტიმატუმების ენით საუბარი ოპოზიციასთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე დაემუქრა ოპოზიციას, რომ თუ მხარს ცვლილებებს არ დაუჭერდნენ, არ მოხდებოდა ოპოზიციის კონსულტაციებში ჩართვა და მათი აზრის გათვალისწინება კომისიაში.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა განმარტა, რატომ არ უჭერენ მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს.

„ერთია, სახალხო დამცველის არჩევის სამართლებრივი პროცედურა, მეორეა – პოლიტიკური შემადგენელი. ოპოზიციის ნაწილმა ცვლილებებს სწორედ პოლიტიკური შემადგენელის ნაკლებობის გამო არ დაუჭირა მხარი. სამართლებრივი არგუმენტები წარვადგინეთ, რაც ნაკლებად გაითვალისწინეს. პოლიტიკური შემადგენელის თვალსაზრისით გეტყვით, რომ გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარე დაემუქრა ოპოზიციას, რომ თუ მხარს ცვლილებებს არ დაუჭერდნენ, არ მოხდებოდა ოპოზიციის კონსულტაციებში ჩართვა და მათი აზრის გათვალისწინება კომისიაში. ასეთი ულტიმატუმების დროს რთულია კანონპროექტის მხარდაჭერა.

ვიმედოვნებთ, რომ მესამე მოსმენისას უმრავლესობა შეძლებს ის სივრცე მოძებნოს, სადაც შესაძლებელი იქნება დამატებითი კონსულტაციების გაწევა როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაზე, ასევე შემფასებელ ჯგუფზე. საპარლამენტო ოპოზიციამ ბრძანების ტექსტი უნდა იცოდეს, კერძოდ, დოკუმენტში რა იქნება გაწერილი. მნიშვნელოვანია, შემფასებელი კომისიის შემადგებლობაზე წინასწარი კონსულტაციები, ეს იქნებოდა ის ნაბიჯი, რითაც შეგვეძლებოდა, რომ ცვლილებებისთვის მხარი დაგვეჭირა. დოკუმენტის სადაო საკითხია ის, პარლამენტის თავმჯდომარე ერთიპიროვნულად განსაზღვრავს საორგანიზაციო წესებს კონკურსის ჩასატარებლად და ასევე შემფასებელ ჯგუფს. თუ როგორ მოხდება ეს რეალობაში, ამაზე უნდა იყოს წინასწარი კონსულტაციები და არა ულტიმატუმების ენით საუბარი ოპოზიციასთან“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა