თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თურქეთის ვაჭრობის მინისტრი - ვაპირებთ, ხელი მოვაწეროთ საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფართოების პროტოკოლს, მჯერა, ახალი შეთანხება გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს

ნახვები: 370 თურქეთის ვაჭრობის მინისტრი - ვაპირებთ, ხელი მოვაწეროთ საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფართოების პროტოკოლს, მჯერა, ახალი შეთანხება გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს

ვაპირებთ, ხელი მოვაწეროთ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მასშტაბის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას და პროტოკოლს. მჯერა, რომ ჩვენი ახალი შეთანხება გააძლიერებს საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს და იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენს ქვეყნებს შორის მდგრადი ეკონომიკური პარტნიორობისთვის, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა, მეჰმედ მუშმა სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი თბილისში“განაცხადა, სადაც ფორუმი სახელწოდებით „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის – სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ იმართება.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ვიცე-პრემიერ, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს ფორუმზე მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლება თავის დროსა და ენერგიას უძღვნის, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველო-თურქეთს შორის მაღალი დონის ურთიერთობები.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ლამაზ ქალაქ თბილისში. მინდა, მადლობა გადავუხადო ვიცე-პრემიერს, ბატონ ლევან დავითაშვილს ამ კონფერენციაზე მოწვევისთვის, რომელიც მე დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მივიღე. ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა, ვიხილო ახალი კავშირები თურქულ და ქართულ კომპანიებს შორის. წელს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. შესაბამისად, მე მოხარული ვარ შევუერთდე ამ ზეიმს ჩვენი ქვეყნების ბიზნეს წრეებისთვის ამ მნიშვნელოვანი კონფერენციით.

ჩვენ საქართველოსთან შესანიშნავი პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს. ორივე ქვეყნის ხელისუფლება თავის დროსა და ენერგიას უძღვნის, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს მაღალი დონის ურთიერთობების. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორიცაა ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ტრანზიტული სატრანსპორტო მიმოსვლის გააქტიურების გადაწყვეტილება“, – განაცხადა თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა.

მისი თქმით, ფორუმზე თურქეთიდან საქართველოში ჩამოსულია 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი.

„დღეს ჩემთან ერთად არიან უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები. თურქეთიდან საქართველოში ჩამოსულია 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი ჩვენს ინვესტორებთან ერთად. კონფერენციას დაესწრება 100-მდე თურქი ბიზნესმენი. ეს იქნება მასშტაბური ღონისძიება გრძელვადიანი გეგმებისთვის.

2022 წლის აგვისტოსთვის ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა გაიზარდა 15 პროცენტზე მეტით და მიაღწია ორ მილიარდ დოლარს. ამჟამად თურქეთი არის პირველი უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში. მე გავაგრძელებ ჩვენი კომპანიების მოწოდებას, რომ ჩადონ ინვესტიციები საქართველოს ნათელ მომავალში. როგორც თქვენ, ყველა იხილავთ დღეს, ჩვენ ვაპირებთ ხელი მოვაწეროთ ჩვენი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მასშტაბის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას და პროტოკოლს. მე მჯერა, რომ ჩვენი ახალი შეთანხება, რომელიც ამიერიდან მოიცავს მომსახურებას და ინვესტიციებს, გააძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენს ქვეყნებს შორის მდგრადი ეკონომიკური პარტნიორობისთვის“, – განაცხადა მეჰმედ მუშმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა