კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტიანმა კონტრშეტევამ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ უკრაინას შეუძლია ტერიტორიების დეოკუპაცია

ნახვები: 476 მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტიანმა კონტრშეტევამ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ უკრაინას შეუძლია ტერიტორიების დეოკუპაცია

უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტიანმა კონტრშეტევამ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ უკრაინას შეუძლია ტერიტორიების დეოკუპაცია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა დაწერა.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია, კრეატიულად და ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი.

„რას ეუბნება მსოფლიოს ეფექტიანი უკრაინული კონტრშეტევა? 1. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. კონფლიქტის გაყინვა არ იქნება. 2. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია, კრეატიულად და ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი. 3. დროა, რუსული ჯარები გაეთრიონ. იქნება მტკივნეული“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, 8 სექტემბერს უკრაინის ხელისუფლებამ ხარკოვის მიმართულებით კონტრშეტევის წარმატებული შედეგებისა და 20 დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ განაცხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა