Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

კელი დეგნანი - „სასამართლო მრჩევლის პროგრამის“ იდეა იყო ქართველი მოსამართლეების ინდივიდუალური პოტენციალის გაზრდა, მოუთმენლად ველოდებით, რომ გავაგრძელოთ პროგრამა

ნახვები: 511 კელი დეგნანი - „სასამართლო მრჩევლის პროგრამის“ იდეა იყო ქართველი მოსამართლეების ინდივიდუალური პოტენციალის გაზრდა, მოუთმენლად ველოდებით, რომ გავაგრძელოთ პროგრამა

„სასამართლო მრჩევლის პროგრამის“ იდეა იყო ქართველი მოსამართლეების ინდივიდუალური პოტენციალის გაზრდა. მიღწეულია ბევრი წარმატება და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ გავაგრძელოთ ეს პროგრამა ინდივიდუალური მოსამართლეებისგან შეთავაზებების საფუძველზე იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიაჩნიათ აშშ-ის მხარდაჭერა ყველაზე სასარგებლოდ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „სასამართლო მრჩევლის პროგრამის შედეგების“ პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩმა 2018 წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამა მიმართული იყო ქართველი მოსამართლეებისა და ამერიკელი მოსამართლეების თანამშრომლობისკენ.

დეგნანის თქმით, პროგრამის ფარგლებში, 50 ქართველ მოსამართლეს აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლისა და აშშ-ში მართლმსაჯულების აღსრულებაზე დაკვირვებით მრავალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცა.

„ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ განგვეხილა და აღგვენიშნა სასამართლოს მრჩეველთა პროგრამის მრავალი წარმატება. ეს პროგრამა დაიწყო 2018 წელს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ და დაფინანსებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ. ის მიმართული იყო ქართველი მოსამართლეებისა და ამერიკელი მოსამართლეების თანამშრომლობისკენ. ეს იყო ნამდვილად ფენომენალური წარმატება. ჩვენ გვყავდა 50 ქართველი მოსამართლე, რომლებსაც ჰქონდათ აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლის შესაძლებლობა, რათა შეხვედროდენ ამერიკელ მოსამართლეებს, დასწრებოდნენ სასამართლო პროცესებს, ენახათ ნაფიც მსაჯულთა ჟიურის შერჩევის პროცესი და აშშ-ში მართლმსაჯულების აღსრულებაზე დაკვირვებით მრავალი სხვა გამოცდილება მიეღოთ“, – განაცხადა ელჩმა.

კელი დეგნანმა აქვე აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ასევე ეწვია ცხრა ამერიკელი მოსამართლე.

ჩვენ გვყავდა ცხრა ამერიკელი მოსამართლე საქართველოში ვიზიტით, პანდემიის დროსაც კი. ამიტომ, ეს იყო საკმაოდ დიდი მიღწევა, რომ ეხილათ, თუ როგორ მართავენ მოსამართლეები სასამართლო სხდომებს საქართველოში. ჩვენ გვყავს ათასობით მოსამართლე და პრაქტიკოსი იურისტი, რომლებმაც გაიარეს მომზადება სხვადასხა ტრენინგის ფარგლებში, რომლებიც ჩატარდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით. ეს მხოლოდ დასაწყისია. მიღწეულია ბევრი წარმატება და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ გავაგრძელოთ ეს პროგრამა ინდივიდუალური მოსამართლეებისგან შეთავაზებების საფუძველზე იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიაჩნიათ აშშ-ის მხარდაჭერა ყველაზე სასარგებლოდ. ამ პროგრამის იდეა იყო ქართველი მოსამართლეების ინდივიდუალური პოტენციალის გაზრდა და ვფიქრობ, ეს იყო დიდი წარმატება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა