კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თამარ ჟვანია - არ ვაპირებ წასვლას - ადამიანები თანამდებობებს შეიძლება ტოვებდნენ მხოლოდ საფუძვლის, მტკიცებულების შედეგად, არა პოლიტიკური სურვილების გამო

ნახვები: 397 თამარ ჟვანია - არ ვაპირებ წასვლას - ადამიანები თანამდებობებს შეიძლება ტოვებდნენ მხოლოდ საფუძვლის, მტკიცებულების შედეგად, არა პოლიტიკური სურვილების გამო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ ჟვანიამ არჩევნების შემსწავლელი კომისიის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის აცხადებს, მისი გადადგომისთვის არანაირი არგუმენტი არ არსებობს და ადამიანები თანამდებობებს შეიძლება ტოვებდნენ მხოლოდ მტკიცებულების საფუძვლად და არა პოლიტიკური სურვილების გამო.

"მე ვარ აქ. მიმდინარეობს საარჩევმო კანონმდებლობის ცვლილება. შევხედოთ ამ ცვლილებებს. არსად წავსულვარ და არ ვაპირებ წასვლას. კანონმდებლობის მიხედვით იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება",- განაცხადა ჟვანიამ.

როგორც ის აღნიშნავს, არცერთი პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი არაა, დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანოს წევრი თუ ხელმძღვანელი გადადგება თუ არა.

"არც საარჩევნო დავების პროცესში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და არც საგამოძიებო კომისიაში არცერთი დასაბუთება, არგუმენტი, მტკიცებულება არ შემოსულა. მე მქონდა მოლოდინი, რომ ვინმე რამეს მოიტანდა, სამწუხაროდ, ეს არ არსებობს. რა საფუძვლით შეიძლება მოითხოვოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ან სუბიექტმა ნებისმიერი ადმინისტრატორის გადადგომა, ეს იქნება ცესკოს თავმჯდომარე თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ამიტომ ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენ გვაქვს არგუმენტები. ჩვენს უკან დგას სიმართლე. არცერთი პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი არაა, დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანოს წევრი თუ ხელმძღვანელი გადადგება თუ არა. ამას უნდა ჰქონდეს დასაბუთება და იმ პირობებში, როდესაც დასაბუთება არაა წარმოდგენილი, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები ლეგიტიმურად შეაფასეს, ვთვლი, რომ ნებისმიერი შემდეგი ადმინისტრატორისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ცესკოს ან საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელი, იქნებოდა ძალიან ცუდი მესიჯი, რომ ვინმე პოლიტიკური მოთხოვნის და სურვილის გამო წავიდეს. ადამიანები თანამდებობებს შეიძლება ტოვებდნენ მხოლოდ საფუძვლის და მტკიცებულების შედეგად და არა პოლიტიკური სურვილების გამო", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა