Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts
Russian forces lose another 2,250 soldiers in war against Ukraine over past day
European Defence Innovation Forum to return to The Hague, with special focus on Ukraine`s battlefield experience
ევროპის საბჭო უკრაინაში თანასწორობის დაცვის კუთხით პროგრესს აღნიშნავს, თუმცა ბოშებისა და ლგბტი ადამიანების უფლებების უკეთ დაცვას მოითხოვს
Council of Europe urges Ukraine to strengthen protection of Roma and LGBTI people against discrimination
Trilateral talks could be held in early November following Witkoff–Putin meeting, Zelensky says

ქართველ მეხანძრე-მაშველებს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა სამთო სამაშველო სწავლება ჩაუტარეს

ნახვები: 585 ქართველ მეხანძრე-მაშველებს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა სამთო სამაშველო სწავლება ჩაუტარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან (US ODC) თანამშრომლობის ფარგლებში,  სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციებისა და სამთო სამაშველო წვრთნები გაიარეს.

სწავლებები ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და რაჭაში მიმდინარეობდა. წვრთნებში მონაწილეობდა 50 მეხანძრე-მაშველი, ასევე, ჩართული იყო საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია.

ამერიკელმა ინსტრუქტორებმა წყალზე სამაშველო კურსის მონაწილეებს სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების განხორციელების, აგრეთვე, წყლიდან ადამიანის დროულად და უვნებლად გამოყვანის  მიმართულებით პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს. სწავლების ფარგლებში, მაშველები გადამზადდნენ სპეციალური საბაგირო მაგისტრალების მომზადების, ძლიერ დინებაში წყალზე მცურავი საშუალებებისა და სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების მიმართულებითაც.

სამთო სამაშველო სწავლების ფარგლებში, ამერიკელმა ინსტრუქტორებმა მაშველებს ჩაუტარეს როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული წვრთნები. სწავლება მოიცავდა ისეთ სავარჯიშოებს, როგორიცაა: სიმაღლიდან დაშვების ოპერაციები, დაზარალებულის უძრავად შეკვრის პრაქტიკა, მუშაობა თოკებსა და ნასკვებზე და ა.შ.

დასკვნით საჩვენებელ სწავლებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი და საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრნენ.

კურსების დასრულების შემდეგ, ქართველ მეხანძრე-მაშველებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა