კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რობერტ სტურუა - რატომ გაქვთ ჩვენზე ასეთი აღგზნება, როცა რუსული თეატრები რომ ჩამოდიან, ტაშით ხვდებით?

ნახვები: 256 რობერტ სტურუა - რატომ გაქვთ ჩვენზე ასეთი აღგზნება, როცა რუსული თეატრები რომ ჩამოდიან, ტაშით ხვდებით?

ხელოვნებას საზღვარი არ აქვს. მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, - ამის შესახებ რუსთაველის თეატრის დასის ხელმძღვანელმა, რობეტ სტურუამ ჟურნალისტებს მოსკოვში გამგზავრებამდე განუცხადა.

მისთვის გაუგებარია, რატომ არის რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრებაზე ასეთი აჟიოტაჟი მაშინ, როდესაც სტურუას თქმით, საქართველოში ჩამოსულ რუსული თეატრის წარმომადგენლებს „ტაშით ხვდებიან".

„წინასწარ მივდივარ სცენა რომ ვნახო როგორ მდგომარეობაშია, სადაც მსახიობები ჩამოვლენ 27 ივნისს და უნდა ითამაშონ. იცით რა მაკვირვებს? - რატომ გაქვთ ჩვენზე ასეთი აღგზნება, როცა რუსული თეატრები ჩამოდიან, მაშინ ტაშით ხვდებით. ხელოვნებას საზღვარი არ აქვს. მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, რას აკეთებს საქართველო მაშინაც, როცა ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა რუსეთმა",- განაცხადა სტურუამ.

ცნობისთვის, მოსკოვი ჩეხოვის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასებთან ერთად, 27 ივნისს საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი მოსკოვში თავის საპრემიერო სპექტაკლს გამართავს. რუსთაველის თეატრი მოსკოვში რობერტ სტურუას სპექტაკლს „თამაშის დასასრული" ითამაშებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა